რეგისტრირებული ფაქტები88428
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ექიმ მებურიშვილს დეკემბრის ხელფასი 400 მანეთი გადაუხადა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა, სილოვან ხუნდაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა სპარსეთის უფლისწულს მირზა რიზა (რეზა) ხანს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მირზა რეზა ხანი ოლივერ უორდროპთან სტუმრობისას ძალიან დაინტერესდა ილუსტრირებული და მოხატული სპარსული ხელნაწერებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მირზა რეზა ხანმა ოლივერ უორდროპთან სტუმრობისას აღნიშნა, რომ ილუსტრაცია – ფირდოუსის „შაჰნამეს“ დასაწყისი – საკმაოდ იშვიათი და გაცილებით ღირებული იყო, ვიდრე მთელი დანარჩენი ხელნაწერი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა ამერიკელ კონსულ დულითლს, რომელსაც ადრეც იცნობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის სიმღერის კლასში მასწავლებლები იყვნენ: ა. ი. ჯაყელისა, გ. ი. კირილოვისა, რ. ნ. პოლიაევი, პროფესორი ე. კ. რიადნოვი, ო. ა. შულგინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ 1919 წლის დეკემბერში დაიჭრნენ ყაჩაღები: ვარლამ და მელიტონ თოდრიები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ქალაქ რომში ფილოსოფიური წრის სხდომაზე პროფესორმა ნოვაროზემ წაიკითხა მოხსენება ამიერკავკასიაში მოგზაურობის შესახებ, სადაც დაწვრილებით განიხილა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ საქართველოს ესაჭიროებოდა პირველადი მოხმარების საგნები, მაშინ როცა მას უამრავი ნედლი მასალა მოეპოვებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ქალაქ რომში ფილოსოფიური წრის თავმჯდომარე, ცნობილი გეოგრაფი პროფესორი რიკიერი სხდომაზე წრის სახელით მიესალმა ქართველ ხალხს და სიტყვა გადასცა პროფესორ ნოვაროზეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბრიტანული „თაიმსი“ წერდა, რომ 1919 წლის დეკემბერში შემდგარ აზერბაიჯანის ახალ მთავრობაში ზოგიერთი პარტია დამოუკიდებლობას ემხრობოდა, თუმცა იძულებული იყო თავისი პოლიტიკა პანისლამიზმისთვის შეესაბამებინა და ბოლშევიზმს მიმხრობოდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს გარდა დენიკინის წინააღმდეგი იყო დაღესტნის რესპუბლიკა. მასთან მეგობრულ დამოკიდებულებაში მხოლოდ სომხეთი რჩებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ 1919 წლის დეკემბერში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიერ სამხედრო მინისტრის თანამდებობის აღდგენა სასურველი მოვლენა იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა თბილისის პირველი და მეორე ციხეები დაათვალიერა და იქ არსებული წესრიგით კმაყოფილი დარჩა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რეიმ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ დიდხანს ისაუბრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით მგზავრებისთვის მატარებლებში მოეწყო სასადილო სამზარეულოთი, N5 და N6 მატარებლებში (ბაქო-თბილისი) – ბუფეტი ცივი საჭმელებითა და ჩაით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს იუსტიციის დეპარტამენტის მმართველმა გიორგი ჟორდანიამ თბილისის ზოგიერთი მომრიგებელი მოსამართლისა და სასამართლოს გამომძიებელთა კამერები დაათვალიერა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 დეკემბერს განათლების სამინისტრომ მამა-დავითის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, რომ მინისტრის ამხანაგის ბრძანების თანახმად, ხსენებულ სასწავლებელში მათემატიკის მასწავლებლად დანიშნული იყო ნინო გრიგორის ასული ბარათაშვილი 1919 წლის 1-ლი დეკემბრიდან. ხელს აწერს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 დეკემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს აცნობეს, რომ მინისტრის მოადგილის ბრძანებით, 1-ლი დეკემბრიდან მათემატიკის მასწავლებლად დანიშნეს ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 დეკემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა თბილისის მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს შეატყობინეს, რომ მინისტრის მოადგილის ბრძანების თანახმად, 1919 წლის პირველ დეკემბერს ხსენებული სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი დანიშნეს.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ანტონ ივანეს ძე დენიკინის მეუღლე იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გასულ საღამოს ჩაის დასალევად იყო წასული გენერალ ანტონ დენიკინის წარმომადგენლებთან ერთად.

