რეგისტრირებული ფაქტები88428
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბათუმში გენერალმა მილნიმ დაამტკიცა ინგლისის საველე სასამართლოს განაჩენი, რომლის ძალითაც მკვლელობაში ბრალდებულ მიქელაიშვილსა და ჯინჭარაძეს მიესაჯათ სიკვდილით დასჯა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის დეკემბერში სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს ხაშურიდან აუწყეს, რომ 14 დეკემბერს იქ მოკლეს ცნობილი ყაჩაღი პეტრე სამხარაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა გენერალი ალექსანდრე ჟღენტი, წევრებად დანიშნეს დავით ქარცივაძე, გ. ბახტაძე და სხვ., ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარედ კი – ყიფშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 დეკემბერს ნიკორწმინდის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგემ რაჭის საერობო გამგეობას სთხოვა, სამინისტროს წინაშე აღეძრა შუამდგომლობა, რათა გ. ჭანტურაიასთვის შტატის მასწავლებლის უფლება მიენიჭებინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 დეკემბერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ ნიკოლოზ გრიგოლის ძე მასოხოვი ჯავის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში დაუშვა მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 დეკემბერს ნინა კოშიცის მესამე გასტროლის დროს სახელმწიფო თეატრში ოპერა „დემონი“ უნდა წარმოედგინათ რუსულად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 დეკემბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობის გამგეობის 6 დეკემბრის N2444 შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნება დართო, ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის მოვალეობის შემსრულებლად დაეშვა ნიკოლოზ გრიგოლის ძე მასოხოვი. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 დეკემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი მასწავლებელთა კავშირის სახელით სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვდა დაებრუნებინათ 15 მაისს გაგაზავნილი საბუთები N 360, თავისი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებლის გრიგოლ ამაღლობელის შესახებ. ხელს აწერენ: დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი და საქმის მწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კიტა აბაშიძის ხსოვნას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე- დირექტორმა, ზ. ნანეიშვილმა თანამშრომლებს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ წერილობით მიმართა ტერენტი წერეთელს, რომ წიგნთა საწყობები ჩაებარებინა იპოლიტე ვართაგავასთვის და ჩაბარების აქტი წარმოედგინა 1920 წლის 1-ლი იანვრისათვის. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ წერილობით მიმართა იპოლიტე ვართაგავას, რომ ტერენტი წერეთელისგან ჩაებარებინა წიგნთა საწყობები და ჩაბარების აქტი წარმოედგინა 1920 წლის 1-ლი იანვრისათვის. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პრესბიურომ პარიზიდან მიიღო ჟურნალი "L'image" („სახე“), რომლის ყდაზე იყო ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, ნოე ჟორდანიას, მინისტრების, თამარ მეფის, ერეკლე მეორის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვ. სურათები.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 19 დეკემბერს ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი გ. კვიტაშვილი სწერს საშუალო სკოლების მთავარგამგეს, რომ მასწავლებელმა ეკატერინე ჯაფარიძემ გიმნაზიას თავი დაანება და სოხუმში წავიდა. მის ადგილზე მოიწვიეს გიორგი მასხარაშვილი, რომელიც ერობაში მსახურობს. ერობამ ის ერთი თვით ათხოვა მათ, იანვრიდან კი კვლავ უმასწავლებლოდ რჩებიან, თუ სამინისტრო მათემატიკის მასწავლებელს არ დაუნიშნავს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 დეკემბერს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა და კომიტეტის წევრმა ბ. ა. პაპავამ სააქციო საზოგადოება ჭიათურის მარგანეცწარმოების სახელზე გააგზავნეს წერილი, რომელშიც ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება ”ჩემოს” კომიტეტი მარგანეცმწარმოებლებს 7. 050 ათასი ტონა მარგანეცის გამოტანის უფლების გაგრძელებას სთხოვდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 დეკემბერს საერთო საქმეთა სამმართველოს უფროსი ლიკვიდირებული რკინიგზების საქმეთა არქივარიუს ი. ი. გოპაძეს ატყობინებს, რომ მასზე სხვადასხვა ხარჯისთვის ირიცხება ავანსი 300 რუბლის ოდენობით და სთხოვს, წარუდგინოს ავანსის ანგარიში ან მასზე დარიცხული ფული დაუყოვნებლივ დააბრუნოს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 დეკემბერს რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის წევრმა მიხეილ გობეჯიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძეს წარუდგინა მასწავლებელ გრიგოლ მეტრეველის განცხადება და მასში აღძრული შუამდგომლობის დაკმაყოფილება სთხოვა. მეტრეველი დანიშნული იყო ავადმყოფი მასწავლებლის მოადგილედ II რაიონის მეთვალყურე გავაშელიშვილის მიერ ონის ებრაელთა სასწავლებელში და ამ მოვალეობას სამი თვე ასრულებდა. ინსპექცია მას ჯამაგირს დაჰპირდა. მისი ოჯახური მდგომარეობა კრიტიკული იყო. შუამდგომლობა აღძრა რაჭის გამგეობის თავმჯდომარემ, მაგრამ უპასუხოდ დარჩა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 დეკემბერს განათლების მინისტრის N11896 ბრძანებით ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი მამადავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.

