საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88428

1919

ტიპი: ავტორობა

სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი 1919 წლის 31 დეკემბრის რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებაში სამხედრო უწყების მიმართ წერს, რომ ტოვებს რა შეიარაღებულ ძალებს (სამხედრო მინისტრის პოსტს), როგორც ხელმძღანელი თავს ვალდებულად მიიჩნევს მადლობა გადაუხადოს ყველა იმ პირს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართული ჯარის შექმნა-განვითარებაში – გენერლებს, შტ. და ობ. ოფიცრებს, ჯარისკაცებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატამ დააკმაყოფილა ბესარიონ და კონსტანტინე გურულების საჩივარი და გააუქმა 1919 წლის 29-30 წლის აგვისტოს დადგენილება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მისწერა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ და შესთავაზა, რომ ის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი საერთაშორისო კონფერენციის მოწვევამდე ჩამოსულიყვნენ თბილისში, საგანგებო თათბირზე მდგომარეობის განსახილველად და შეთანხმების პირობების გასარკვევად.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

პავლე (რასტემინ) პეტრეს ძე რაზავისს, რომელსაც 1920-1921 წლებში ფოსტის უფროსის თანამდებობა ეკავა, ბრალად დასდეს ტუსაღების ცემა და პატიმრობა მიუსაჯეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ივანე ცომაია წითელ ხიდთან მომხდარ აზერბაიჯანის პირველ ომში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ივანე ცომაიამ თბილისის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ ანჩაბაძემ თავი დაანება სამხედრო სამსახურს და სოხუმში დაბრუნდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი თბილისის პირველი საკომერციო სასწავლებლის მზრუნველ კომიტეტში სახალხო განათლების წარმომადგენლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის იანვარში დუშეთის საგანგებო სამხედრო-საველე სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ტუსაღებს: გრიქულა ისაიანს, შაქრო ლალიაშვილს, ალექსი ვერძელს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ციხეთა ინსპექტორი ივანე იაშვილი ქუთაისის გუბერნიაში გაემგზავრა სამაზრო ციხეების დასათვალიერებლად, უკან დაბრუნების შემდეგ კი ადმინისტრაციის ინსპექტორს ციხეების მდგომარეობის შესახებ ვრცელი მოხსენება წარუდგინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდიდან აცნობეს, რომ სროლის დროს დაიჭრა ცნობილი ყაჩაღი გოგია.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ილია ლომიძე სასოფლო-სამეურნეო ჟურნალის „მეურნე“ რედაქტორად მიიწვიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იოსებ ანტონის ძე ლომოური ერობათა კომიტეტის სამედიცინო განყოფილების გამგე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა ყრილობა, რომელზეც 120-მდე დელეგატი გამოცხადდა. ყრილობას განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან და ოლქის სასამართლოს პროკურორ კანდელაკთან ერთად თბილისის მეორე ციხე დაათვალიერა. მან პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები პატიმრებისგან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ევგენი გეგეჭკორმა ჩიჩერინის საპასუხოდ უარი განაცხადა სამხედრო ჩარევაზე რუსეთის სამოქალაქო ომში, რადგან ეს ქართველ ხალხს დიდ გაჭირვებაში ჩააყენებდა და რესპუბლიკის შინაურ ცხოვრებას არევდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნოე ჟორდანიას შეხვდნენ საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური კავკასიაში დე ნონანკური, რომელმაც მთავრობის მეთაურს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა, სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოვანეს თუმანიანი და თბილისში მყოფი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება ბათუმის ქართველ მუსლიმანთა სახელით დეპეშით მიულოცა საქართველოს მუსლიმთა განმათავისუფლებელი კომიტეტისა და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ ბეგ აბაშიძემ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის იანვარში ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყა, რომ ცნობილი ყაჩაღი იესე პერტაია გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს. ასევე მოკლულია ყაჩაღი კალენიკე ჭანკვეტაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თამბაქოს სარეალიზაციოდ და პურის საქმის მოსაგვარებლად საზღვარგარეთ გაიგზავნა მთავრობის წარმომადგენელი ქავთარაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ევსეი უშვერიძე ოდესაში საქართველოს კონსული იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს სტანისლავ პატეკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პოლკოვნიკი დავით სრესელი სოხუმის გარნიზონის უფროსი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მაიორი გიორგი ოთხმეზური ახალციხე-ახალქალაქის რაზმის დროებითი უფროსი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პოლკოვნიკი გრიგოლია მანგლისის გარნიზონის უფროსი იყო.