საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81404

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ მინისტრის მოადგილის N77 ბრძანების თანახმად, მასწავლებელ გიორგი დავითის ძე აბულაძეს მიანიჭეს საშუალო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის წოდება და დაამტკიცეს თანამდებობაზე მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან. ხელს აწერენ დირექტორი ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმის მწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძემ N33 ბრძანების თანახმად, გორის ვაჟთა გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების შტატის მასწავლებლად დანიშნა გიორგი დავითის ძე აბულაძე 1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმის მწარმოებელი ი. ეპიტაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 თებერვალს გორის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელმა გიორგი დავითის ძე აბულაძემ სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა გაეცათ განკარგულება, რათა იგი ჩაერიცხათ გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის შტატის მასწავლებლად. ამასთანავე მისწერა, რომ ამზადებდა გორის გიმნაზიის მოწმობას ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის შტატის თავისუფალი ადგილის შესახებ და დოკუმენტს, რომელიც მიღებული ჰქონდა კიევის უნივერსიტეტიდან. დოკუმენტი წარუდგინეს სამინისტროს. აბულაძემ აღნიშნული დოკუმენტები თან წაიღო. ეს თხოვნა კი გაეგზავნა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 თებერვალს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს მინისტრის მოადგილის იმავე წლის N33 ბრძანება 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან ბუნებისმეტყველების შტატის მასწავლებლად გიორგი დავითის ძე აბულაძის დანიშვნის შესახებ. ამასთანავე გაუგზავნეს მისი პირადი საბუთები NN1526 და 154. ხელს აწერენ დირექტორი ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მიქაბერიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების გამგის 1918 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის ქალთა II გიმნაზიის საღვთო სჯულის ყოფილი მასწავლებელი ნიკოლოზ შიოს ძე ბარნაბიშვილი ვაჟთა II გიმნაზიაში იმავე საგნის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით სოფიო ასლანის ასული ბუტულაშვილი ქუთაისის ,,სინათლის" გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორს 1918 წლის 30 აგვისტოს N378 მიწერილის პასუხად აცნობა, რომ წარედგინა სამინისტროში იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის ნამსახურეობითი წიგნი და აღენუსხა 1901 წლიდან 1918 წლამდე რამდენ გაკვეთილს ატარებდა იგი კვირაში. ხელს აწერენ მთავარგამგე თაქთაქიშვილი და საქმისმწარმოებელი ლ. ხარაძე.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა წერილი ალექსანდრე ბლოკის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, 1921 წლის დეკემბერში ჩატარდა „ცისფერყანწელების“ კონფერენცია , რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ რობაქიძე, მდივანი – შალვა აფხაიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, „ცისფერყანწელების“ კონფერენციაზე პაოლო იაშვილმა მათი ხუთწლიანი მუშაობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, „ცისფერყანწელების“ კონფერენციაზე ტიციან ტაბიძემ „ცისფერყანწელების“ ტაქტიკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ პაოლო იაშვილმა გამოაქვეყნა ლექსი „გრიგოლ რობაქიძეს“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ ვალერიან გაფრინდაშვილმა გამოაქვეყნა ლექსი „პოეტის კარიერა“ და ალექსანდრე ბლოკის ლექსის „კლეოპატრას“ თარგმანი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ გრიგოლ რობაქიძემ გამოაქვეყნა ლექსი „ალლას“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ გიორგი ლეონიძემ გამოაქვეყნა ლექსი „სახრჩობელიდან“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ მიწიშვილის ლექსი „ჩიბის“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა კოლაუ ნადირაძის ლექსი „მალაელი – დირიჟორი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა შალვა აფხაიძის ლექსი „სიონში“ (გიორგი ლეონიძის ჯვარის წერაზე).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ივლისს გენერალმა ჯეიმს ნორმან კუკ-კოლისმა მასთან მისულ მუსულმან მცხოვრებთ განუცხადა, რომ ქალაქი ბათუმი და ბათუმის ოლქი საქართველოს გადაეცა. ვინც საქართველოს ჯარს წინააღმდეგობას გაუწევდა, ინგლისის მტრად ჩაითვლებოდა და დამნაშავეთა წინააღმდეგ სასტიკ ზომებს მიიღებდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ საქართველოში მყოფი იტალიის წარმომადგენელი მერკანტელი ბათუმისა და მისი ოლქის საქართველოსთვის გადმოცემის გამო იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა შეძლებს იქ სამოქალაქო წესრიგის დამყარებას და ბათუმის დახმარებით გააფართოებს კომერციულ ოპერაციებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრმა რუბენ ჩხაიძემ ჩიბათის თემიდან იმ გვარდიელთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც შტაბი დაეხმარა: ივანე ივლიანეს ძე კუნჭულია, მიხეილ ყაისარის ძე ჭყონია, დარისპან იაგორის ძე ჭყონია, ავთანდილ იასონის ძე პატარაია, არონ ბეჟანის ძე დათა კუნჭულია და დათა ივანეს ძე სულაბერიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია იმ გვარდიელთა სია, რომელთაც გურიის საოლქო შტაბი დაეხმარა. ძიმითის თემიდან: შერმადინ ჩიკაშუა, ვასილ კილაძე, ვლასა მელუა, პარმენ ჩხაიძე, ვასილ დეკანოსიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 27 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ეკატერინე ლავრენტის ასული ქუთათელაძე ქალთა მეორე გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ყარსის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებელი ა. მ. ოლეტიანცი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით მ. გ. მუჩაიძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.