რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის მსროლელთა მე-8 ბატალიონის შტაბსკაპიტანი კონსტანტინე ბეგიშვილი წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს საქართველო-იმერეთის სომეხთა ეპარქიის უფროსის, არქიეპისკოპოს სურენიანცის მოვალეობის შემსრულებელი იყო არქიმანდრიტი ოვსენიანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის შტაბსკაპიტანი კონსტანტინე მდივანი წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილმა, ანა ლ. მეძმარიაშვილმა, ელენე დავითის ასული ლორთქიფანიძემ და ელენე ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილმა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის აგვისტოში თბილისის სამოსამართლო პალატის პროკურორი პ. პ. ფონ-კლიუგენი თბილისში დაბრუნებას გეგმავდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს ხ. ფაჩულიამ, როზა ს. თუმანიშვილმა და სამსონ დავითის ძე კილაძემ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკის შტაბის როტმისტრი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით გუმრის 156-ე პოლკის კაპიტანი ვასილ რევაზის ძე მაჩაბელი და ლეონტი გრიგორაშვილი წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 აგვისტოს საგარეჯოში ი. ანუაშვილის, ე. გარსიაშვილის, ს. ბერიძისას, ლ. ბერიძის, ქვლივიძის და სხვების მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „სამშობლო“.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ზაფხულის სეზონზე ხონის თეატრალური დასის მსახიობები იყვნენ: ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, რ. მაჭარაძე, შალვა ხონელი და ოლიმპიადა ღოღობერიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისში ჩამოვიდა გაზეთ „პრომიშლენნი მირის" რედაქტორ-გამომცემელი ა. ს. ზალშუპინი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ყუბანის 155-ე პოლკის კაპიტანი დავით გეგელაშვილი წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით სამურის 88-ე პოლკის შტაბს-კაპიტანი მიხეილ ბაქრაძე წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის გუბერნიის სამმართველოს კანცელარიის მოხელე ნიკოლოზ ლუარსაბიძე თარჯიმნად დანიშნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ბაქოს 153-ე ქვეითთა პოლკის კაპიტანი დავით ტიმოთეს ძე ჩივაძე წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით შემახიის ქვეითთა 261-ე სარეზერვო პოლკის პოდპოლკოვნიკი, თავადი ლევან ვაჩნაძე წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 ივლისს ეკატერინე დავითის ასული მიქელაძის თაოსნობით ცხინვალში საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის საზაფხულო სეზონზე ხონის თეატრალური დასის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ფაცია და აგრაფინა ბახტაძეები, მარო ბალანჩივაძე, ლუბა ჩხენკელისა და სხვ.