საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81404

1918

ტიპი: თანამდებობა

ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტის (ყოფილი ქალთა კურსები) პროფესორი – სელიხანოვიჩი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის ფილოსოფიური პროპედევტიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ილია გიორგის ძე სეხნიაშვილი თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, რიფსიმე ასლექსანდრეს ასული ოვსეფიანი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის საანბანო კლასის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დანიშნულია მ. ხრისტოლუბოვი თბილისის ,,ახალი სკოლის,, გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით დეკანოზი კირილე სპირიდონის ძე კელენჯერიძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ტიტე კახიძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ლადო დავითის ძე გუდიაშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნდა იმ გვარდიელთა სია, რომელთაც გურიის საოლქო შტაბი დაეხმარა. აცანის თემიდან: კლემენტი მჟავანაძე, აკეთის თემიდან: შიო ქურიძე, გერასიმე ქურიძე, თეოფილე მორჩაძე, შალვა ქურიძე, სამსონ მორჩილაძე, ილიკო თოხაძე, კოწია ჭეიშვილი, სილევან ფიფიაშვილი, მილორსი ხუხუნაიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს იმ გვარდიელთა სიას აკეთის თემიდან, რომელთაც გურიის საოლქო შტაბი დაეხმარა: ანორო ხუხუნაიშვილი, ბესარიონ ხუხუნაიშვილი, არისტრახო ხუხუნაიშვილი, არტემ ხუხუნაიშვილი, ივენა კუკულავა, იონა ტყებუჩავა, ასლან ხუხუნაიშვილი, ბესარიონ ქანთარია, პროკოფი ხუხუნაიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით მარიამ დავითის ასული ფურცელაძე თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ნიკოლოზ გიორგის ძე ახმეტელაშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ლიუბოვ ზავრიევა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, მღვდელი სამსონ თათარაშვილი ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იასონ გიორგის ძე ჭუმბურიძე ქუთაისის გიმნაზია ,,სინათლის" ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 1-ელი ოქტომბრის ბრძანებით ვალერიან სიმონის ძე ჯაფარიძე სოხუმის რელური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დანიშნულია თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში ვლადიმერ სოსელია ქართული ენის პედაგოგად

1918

ტიპი: თანამდებობა

 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით სატენიკ კირაკოსის ასული ვანციანი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში სომხური მოსამზადებელი კლასების ხელმძღვანელად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ვლადიმერ დიმიტრის ძე მიშკინი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით გოკიელი-საბაშვილისა თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ფრანგულის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დანიშნულია დავით კაკაბაძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ფეოდოროვი თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ალექსანდრე ნიკიტას ძე მირზოიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ლუიზა ჰენრიხის ასული ჰორნიგი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს იმ გვარდიელთა სიას მუხურის თემიდან, რომელთაც შტაბი დაეხმარა: ზოსიმე ფირცხალაიშვილი, ივაკი ფირცხალაიშვილი, კალისტრატე იმნაიშვილი, ქრისტეფორე იმნაიშვილი, იოსებ დოლიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს ოზურგეთელ გვარდიელთა სიას, რომელთაც შტაბი დაეხმარა: სამსონ ხურციძე, დათიკო პავლოვი, დავით ჭანუყვაძე, არსენ ქავჯარაძე, დათიკო სურგულაძე, ვატა ხავთასი, ალექსანდრე კუნჭულია, ილიკო ვადაჭკორია, ეპიფანე დარჩია.