საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81218

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1893 წლებში ზოსიმე კონსტანტინეს ძე ნემსიწვერიძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „უპასუხო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შაქრო საფაროვის წერილი „სტუმრად რეჟისორ კ. მარჯანიშვილთან“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის წერილი „ამდროული ქართული“ (ორი კონდუქტორის საუბარი ვერის დაღმართზე).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა შარაშიძის მოთხრობა „მთვარის თვალები“.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წელს მიშა თუშმალიშვილი, ბესო მაისურაძე, გიორგი ჩიქოვანი, გ. ხუციევი, ვანო მაისურაძე და სხვ. ავლაბარის სცენისმოყვარეთა ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 3 სექტემბერს ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი პეტრე მათეს ძე ბახტაძე გარდაიცვალა.

1899

ტიპი: ღონისძიება

ლევან ბაღაშვილმა პირველი როლი 1899 წლის 22 სექტემბერს თბილისის პოლკის სცენაზე შეასრულა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს პეტრე მათეს ძე ბახტაძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ავლაბარში ბესო მაისურაძის, ვანო იმედაშვილის, ლევან პოღოსოვის და ასოთამწყობ ვანო მჭედლიშვილის მეთაურობით სცენისმოყვარეთა ახალი ამხანაგობა შეიქმნა.

1893

ტიპი: ორგანიზაცია

1893 წელს ავლაბარში შექმნილ სცენისმოყვარეთა ამხანაგობას შეუერთდნენ ძველი ამხანაგობის წევრები: გიორგი ელისოვი, გიორგი მურმანიშვილი, მიშა თუშმალიშვილი, გიორგი ჩიქოვანი, გ. ხუციევი, ლევან ბაღაშვილი და გეურქ ფირუმიანი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 2 სექტემბერს ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ნესტორ ანდრიას ძე ლეჟავა გარდაიცვალა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ნესტორ ანდრიას ძე ლეჟავა ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს ნესტორ ანდრიას ძე ლეჯავა ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს პეტრე ოქროპირის ძე ქუთათელაძე ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წელს პეტრე ოქროპირის ძე ქუთათელაძე ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1835

ტიპი: თანამდებობა

1835-45 წლებში ანდრონიკე თომას ძე ქუთათელაძე ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 22 აგვისტოს ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ოქროპირ დავითის ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 25 ივნისს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი ბესარიონ დავითის ძე კაკაბაძე გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „შემოდგომა“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს სოლომონ ისრაელის ძე პრესმანი ახალი კლუბის ორკესტრის სოლისტი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 სექტემბერს ქართულ თეატრში ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ვიქტორ გამყრელიძის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილისა და სხვათა მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „მსხვერპლი“.

1816

ტიპი: თანამდებობა

1816-52 წლებში ოქროპირ დავითის ძე ქუთათელაძე ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-17 წლებში ბესარიონ დავითის ძე კაკაბაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-06 წლებში სიმონ იოსების ძე კახეთელიძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.