რეგისტრირებული ფაქტები91870
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორი, კ. გაბარაშვილი გადაყვანილ იქნა გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად 1919წ. I სექტემბრიდან.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტროში მიღებული ცნობების მიხედვით, სიღნაღში გარნიზონის უფროსისა და სხვა თანამდებობის პირთა თანდასწრებით სისრულეში მოიყვანეს საგანგებო სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელი (სიკვდილით დასჯა) ალ. სარაჯიშვილის მკვლელთაგან 6 დამნაშავეზე, დანარჩენ 3-ს სიკვდილით დასჯა უვადო კატორღით შეუცვალეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 5 სექტემბერს ა. სარაჯიშვილის მკვლელობისათვის სიღნაღში სიკვდილით დასაჯეს ალექსი ლისაშვილი, ნიკო კოკოლაშვილი, ლევან ზარდიაშვილი, გიორგი მინდორაშვილი, ივანე ლორთქლიშვილი და გიორგი ტიფლიშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 სექტემბერს ოლივერ უორდროპი მეუღლეს წერილით ატყობინებდა, რომ ინგლისის სარდლობის გენერალმა ჯორჯ ნორთონ კორიმ მის საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა, სადაც მის ქვეშევრდომ გენერლებსა და სხვა სამხედროებს შეხვდა. ვახშამს ასევე ესწრებოდნენ ამერიკელი პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი და მისი მეუღლე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინება, რომ მამუკა ორბელიანი საქართველოს სამხედრო საბჭომ ოლივერ უორდროპის მისიას მიამაგრა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინებოდა, რომ იგი შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ უსუბეკოვს, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. მისი შეფასებით, უსუბეკოვი თავაზიანი, შესანიშნავი იუმორით დაჯილდოებული პიროვნებაა, რომელიც დასავლელს უფრო ჰგავდა, ვიდრე აღმოსავლელს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებელმა მარიამ გიორგის ასულმა ყიფიანი-აბაშიძისამ განათლების სამინისტროს ხანგრძლივი მასწავლებლის წოდების მინიჭება სთხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ხსენეულ გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად მე-8 გიმნაზიის მასწავლებელი, ვასილ ბარნოვი იყო გადმოყვანილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის მე-8 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ხსენებული გიმნაზიის მასწავლებელი, ვასილ ბარნოვი განწესებული იყო თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ვაჟთა პირველი გიმნაზიიდან ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი გადაიყვანეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, პირველი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ისტორიის მასწავლებლად ოლღა აპელი, ყოფილი კლასის დამრიგებელი, დაეშვათ. ხელს აწერენ დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა ერვანდ მალხაზოვი, რომელსაც ბრალი ედებოდა ნიკოლოზის ფულის გაყიდვაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაპატიმრებული ერვანდ მალხაზოვის აღიარებით, ის ნიკოლოზის ფულს გასაყიდად სერებრიაკოვის დასახურდავებელი კანტორიდან ღებულობდა, რისთვისაც საკომისიოს იღებდა. მისივე თქმით, მსგავსი თანამშრომლები სხვებიც იყვნენ. აღნიშნული საქმე და 19 500 მანეთი სასამართლო პროკურორს გადაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს გაიმართა სურამის ებრაელთა მრავალრიცხოვანი კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ქალაქისთავი ხიდიბეგიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ ცაგერის ერობას მისწერა, რომ ვარლამ დევდარიანმა თბილისის სამასწავლებლო კურსები მოისმინა და პედაგოგის მოწმობაც მიიღო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ განათლების სამინისტრო კავკავის სკოლის დახმარებაზე უარს აცხადებდა იმ მიზეზით, რომ ეს სკოლა საქართველოს ტერიტორიის გარეთ იყო. შუამდგომლობა 1919 წლის 25 აგვისტოს იყო აღძრული. გამგეობამ კავკავის სკოლის საკითხის გამოკვლევა მიანდო სასკოლო კომისიას, რომელსაც დასკვნა გამგეობის კრებაზე უნდა წარედგინა.

