რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება თარიღი მზარდობით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ახალციხის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას ანა მუსხელოვისას წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას სვიმონ ჩომახიძის წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ოქტომბერში რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი ხელს უშლიდა ილია ჭავჭავაძის საბანკო წესდების დამტკიცებას.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ელისაბედ ჭავჭავაძის გაგზავნილი თანხა მიიღო.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 8 ოქტომბერს ყაჩაღებმა 60 წლის სახალხო მთქმელი დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი მოკლეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული დავით ჩუბინაშვილი ქართულ-რუსული ლექსიკონის განახლებულ გამოცემაზე მუშაობდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, პუბლიცისტი დავით მიქელაძე საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა. იგი რედაქციის საქმიანობაში აქტიურად ჩაბმას გეგმავდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის ხაზინამ სიმონ დავითის ძე აბაშიძეს სხვადასხვა სამეწარმეო და საქველმოქედო საქმიანობისთვის 30000 მანეთი ასესხა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გაზეთის რედაქტორი სერგეი მესხი რამდენიმე თვით პარიზში იმყოფებოდა.