რეგისტრირებული ფაქტები86940
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლისთავის აღნიშვნის საკითხი. გამგეობამ ჟურნალის რედაქტორის, ანასტასია წერეთლისთვის 1 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ჭყონაგორის ბიბლიოთეკა 1917 წელს საზოგადოების შუამდგომლობით დაარსდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დასაბეჭდად წარუდგინა თავისი ნაწერები და ავანსად 5 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ ავტორს 2 500 მანეთი გადასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ბინის გამოცვლის საკითხი განიხილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილება აუცილებლად მიიჩნევდა თავის გამგებლობაში მყოფი ბიბლიოთეკა-სამკითხველოების ადგილობრივი ერობისთვის გადაცემას, რადგან განყოფილებას მათ შესანახად სახსარი არ ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პეტრე სურგულაძის წინადადება ოლღა გურამიშვილისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ ქვრივის მდგომარეობის შესახებ ცნობების მოძიება დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად გაიმართებოდა დიდი საზეიმო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: ივანე გომართელი, ივანე მაჭავარიანი, ნიკოლოზ ერისთავი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ მარო თარხნიშვილის გუნდი და ნეაპოლიტანის კაპელა. საღამოს უხელმძღვანელებდა ნიკოლოზ ერისთავი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შავი ქვის მრეწველ ილარიონ დავითის ძე ბერიძის ოჯახი: მშობლები მართა და დავითი, დები ელისაბედ და მატრონა, ძმები გერასიმე, არისტო, სოლომონ, პარმენ, გიორგი, არტემ და ივანე ბერიძეები იუწყებოდნენ, რომ მას დაკრძალავდნენ 17 იანვარს ქ. ხონში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნასიბ იუსიფბეილის მაჰმადიან და ქრისტიან ქართველთა ეროვნული საბჭოს სახელით საბჭოს თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძემ და გრიგოლ ელიავამ გაუგზავნეს მისალოცი დეპეშა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლკოვნიკმა ჰასკელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნასიბ იუსიფბეილის გაუგზავნა მისალოცი დეპეშა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შობას კახეთში, კურდღელაურის თემში (კურდღელაური, ზემო შალაური, ქვემო შალაური, ვარდისუბანი და გულგალა) ადგილობრივი გლეხის, სოციალ-დემოკრატი ლაზარიაშვილის განკარგულებით დახურეს ეკლესიები, რის გამოც მრევლი საშობაო წირვას ვერ დაესწრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბათუმის სამხედრო გუბერნატორმა კუკ-კოლისმა განაცხადა, რომ ბათუმის ქალაქის ხმოსანთა არჩევნები გაიმართებოდა 29 თებერვალს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე ფილტვების ანთებით ავად გახდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორის დროებითი აღმსრულებელი გრიგოლ მაჭავარიანი ლაგოდეხის ერობის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრის ოპერის დირიჟორმა სტოლერმანმა თავისი ცოლის მკვლელობა საჯაროდ აღიარა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრის ოპერის დირიჟორმა სტოლერმანმა ეჭვიანობის ნიადაგზე რევოლვერით მოკლა ცოლი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა განკარგულება გასცა ოპერის დირიჟორ სტოლერმანის მიერ ცოლის მკვლელობის საქმის გამოძიებამდე ხელი არ ეხლოთ მისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდნენ მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის საბჭოს წევრი ივანე ანდრონიკაშვილი თავის მოადგილე ირ. ფორაქიშვილთან ერთად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლონეთის სახელით მადლობას უხდიდა ოდესაში საქართველოს კონსულ ევსეი უშვერიძეს მისი დაუფასებელი სამსახურისთვის პოლონელი ემიგრანტების მიმართ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოვანეს-ხან მოსესიანი დაინიშნა სომხეთის მთავრობის წარმომადგენლად დიდ ბრიტანეთში.

