საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86940

1831

ტიპი: განათლება

1831 წელს დაბადებულმა ნიკიფორე კანდელაკმა საღვთო წერილი და გალობა გელათის მონასტერში შეისწავლა.

1800

ტიპი: განათლება

1800 წელს დაბადებულმა იოსებ ბაქრაძემ საეკლესიო განათლება ჯრუჭის მონასტერში მიიღო მიტროპოლიტ დავით წერეთელთან.

1867

ტიპი: გარდაცვალება

1867 წლის 12 იანვარს იოსებ ბაქრაძე ძმისშვილის, სვიმონ ბაქრაძის, სახლში გარდაიცვალა და ჭელიშის მონასტერში დაკრძალეს.

1862

ტიპი: ღონისძიება

1862 წელს გაბრიელ ეპისკოპოსმა ნიკიფორე კანდელაკი საგვერდულით დააჯილდოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა დ. მელნიკოვმა, თ. მაღალოვისამ, თ. თეთრაძისამ, ნ. ბახუტოვისამ, ა. მიკირტიჩევმა და სხვ. ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას თითო მანეთი შესწირეს.

1821

ტიპი: განათლება

1821 წელს დაბადებულმა გრიგოლ ჩხაიძემ განათლება გურიის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1821

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არქიმანდრიტი გრიგოლ (გიორგი) ჩხაიძე 1821 წელს დაიბადა მღვდელ ბესარიონ ჩხაიძის ოჯახში.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1901 წლებში დანიელ ახვლედიანი ჭელიშის მონასტრის წინამძღოლი იყო.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წლის შემდეგ დანიელ ახვლედიანი ლეჩხუმის ეკლესიის ბლაღოჩინად დანიშნეს.

1862

ტიპი: თანამდებობა

1862-72 წლებში ნიკიფორე კანდელაკი გელათის მონასტერში მოღვაწეობდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს იღუმენი ნიკიფორე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1834

ტიპი: თანამდებობა

1834 წელს მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი გახდა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს დანიელ ახვლედიანი სვანეთის საეკლესიო კომისიის წევრად დანიშნეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 7 მაისს ნიკიფორე კანდელაკი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.