რეგისტრირებული ფაქტები86994
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს, ღამით, თელავში ყვარლის გვარდიელებმა ცნობილი ყაჩაღი არჩილ ზეკურიშვილი მოკლეს, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან გაქცეული იყო თელავის საპყრობილედან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს სომხეთის დამოუკიდებლობის ცნობის გამო პარლამენტში საზეიმო სხდომა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე ავეტიქ სააკიანი სიტყვით გამოვიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს სომხეთის პარლამენტის საზეიმო სხდომაზე ავეტიქ სააკიანის თავმჯდომარეობით მიიღეს რეზოლუცია. დაშნაკცაკანელთა ფრაქციის წინადადებით პარლამენტმა მოისმინა მოხსენება სომხეთის დამოუკიდებლობის დე ფაქტო ცნობის შესახებ და აღნიშნა ის დიდი ნაბიჯი, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოებმა გადადგეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს სომხეთის პარლამენტის საზეიმო სხდომაზე აგაბექოვმა პარლამენტის წევრებს სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა და თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის უდიდესი დღე იყო. მისი აზრით, ამ სახელმწიფოთა აღიარების გარდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სასარგებლოდ რუსეთის დასტურიც საჭირო იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 25 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში ტარიელ პაპუნას ძე ლორთქიფანიძის წლისთავის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 25 იანვარს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ნინო იაკობის ასულ დაფქვიაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს თბილისში, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების დარბაზში, გაიხსნა საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა ყრილობა სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილებიდან ვასილ ამბაკოს ძე ზაქარეიშვილმა მთავარგამგეობას შეატყობინა, რომ რევოლუციის შემდეგ განყოფილების სამკითხველო სრულიად უმოქმედოდ იყო, რის გამოც მან გადაწყვიტა მისი შენახვა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეთხოვა.

