საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86994

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე მ. ა. სუმბათაშვილი სააღმასრულებლო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1848

ტიპი: ავტორობა

მხატვარ ანტონ გეგელიძის მიერ 1848 წელს ჭელიშის მონასტერში მოხატულ ტილოს კანკელზე 33 წმინდანის ხატი იყო გამოსახული.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ჭელიშის მონასტერში სამრეკლოს ასაგებად მიიწვიეს ცნობილი მშენებლები, ვასილ და ივანე ბერეკაშვილები.

1800

ტიპი: ღონისძიება

1800 წელს დაბადებული მაკარ ჯაფარიძე სხვავის მონასტერში 10-12 წლისა მივიდა.

1836

ტიპი: თანამდებობა

1836 წელს მაკარ ჯაფარიძე სოფრონ წულუკიძემ მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წლის 1-ელ აპრილს მიტროპოლიტმა დავით წერეთელმა მაკარ ჯაფარიძე ბერ-დიაკვნად აკურთხა.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 30 ოქტომბერს მაკარ ჯაფარიძე გარდაიცვალა. იგი სხვავის მონასტერში დაკრძალეს.

1801

ტიპი: ღონისძიება

1801 წელს სოლომომ II-მ სხვავის მონასტერს შესწირა სოფელ ხამშში მდებარე ვენახი და ტყე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომელმა კ. მარისოვმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 კაპიკი შესწირა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ქაიხოსრო აბაშიძემ სხვავის მონასტერს ერთი კასრი ღვინო შესწირა.

1818

ტიპი: ავტორობა

1818 წლით დათარიღებულ სიგელში პანტელეიმონ ჯაფარიძე არქიმანდრიტადაა მოხსენიებული.

1841

ტიპი: გარდაცვალება

1841 წლის 30 ოქტომბერს არქიმანდრიტი პანტელეიმონ ჯაფარიძე გარდაიცვალა.

1827

ტიპი: თანამდებობა

1827 წლის 11 აგვისტოს იოსტას წერეთელი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს იოსტას წერეთელი სხვავის მონასტრის უფროსი მღვდელ-მონაზონი იყო.

1841

ტიპი: თანამდებობა

1841 წელს პანტელეიმონ ჯაფარიძის გარდაცვალების შემდეგ სხვავის მონასტრის გამგებლობა მღვდელ-მონაზონ იოსტას წერეთელს დაეკისრა.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წლის წერილს იოსტას წერეთელი ხელს აწერს, როგორც სხვავის მონასტრის გამგებლობის თანამდებობის აღმასრულებელი.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წლის 23 მარტს გიორგი ყიფიანმა სხვავის მონასტერს მამული შესწირა.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს იოსტას წერეთელი რაჭის სასულიერო მამულების გამგებელი იყო.

1807

ტიპი: ღონისძიება

1807 წლის 14 მარტს გიგია წერეთლის შვილებმა ჭელიშის მონასტერს იწაში მდებარე ყანა და ტყე შესწირეს.