რეგისტრირებული ფაქტები81425
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით ბაქოს ქალთა მესამე გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი ეფ. ვოლკოვა თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრმა რუბენ ჩხაიძემ გამოაქვეყნა იმ გვარდიელთა სია, რომელთაც საოლქო შტაბი დაეხმარა (სიმინდი იაფად დაუთმო). ესენი იყვნენ: აკაკი მახარაძე, სერაფიონ ხელაძე, ივანე ტაკიძე, არსენ მენაბდე, სიმონ ჯიჯეიშვილი, ვალიკო თალაკვაძე, გიორგი და პლატონ დათუნაიშვილები, კვიროსი ჩხაიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით ყარსის რეალური სასწავლებლის ყოფილი მასწავლებელი ა. ვ. სიუძიკი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს იმ გვარდიელთა სიას, რომელთაც საოლქო შტაბი დაეხმარა (სიმინდი იაფად დაუთმო): ლავრენტი ტუსკია, სოლომონ უჯმაჯურიძე, ვარლამ ჩხაიძე, გიორგი თეოფილეს ძე ერქომაიშვილი, თედორე წიტაიშვილი, ილია თავბერიძე, სერგო ჩხაიძე, მელიტონ ცინცაბაძე, აკაკი დოლიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს იმ გვარდიელთა სიას, რომელთაც საოლქო შტაბი დაეხმარა (სიმინდი იაფად დაუთმო): არსენ ღლონტი, ლადიმე ჯიჯეიშვილი, ესე რუსიეშვილი, დავით ქარცივაძე, იაკობ მჟავანაძე, დიომიდე გირკელიძე, იაკინთე სმედაძე, ისაკი დათუნაიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 ივლისის „ერთობის“ ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ ბათუმში გაგზავნა სასამართლო პალატის პროკურორის მოადგილე ა.კ. ყანჩელი ბათუმისა და ოლქის დროებითი სასამართლოების საქმეების ჩასაბარებლად და ციხეების მისაღებად, ფინანსთა სამინისტრომ – საბიუჯეტო-სახაზინო ნაწილის დირექტორი ა. ი. კანდელაკი ფინანსურ დაწესებულებათა მოსაწყობად და პირდაპირი გადასახადების სამმართველოს განყოფილების უფროსი სვანიძე და გუნცაძე – საბაჟო და სააქციზო ნაწილების მოსაწყობად. კანდელაკთან ერთად წავიდნენ ფინანსთა მინისტრის საბჭოს წევრები ვ. მიქაძე და ს. ბაქრაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით მიხეილ აბრამის ძე აბრამიშვილი თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით მიხეილ შალამბერიძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით ა. ციცქიშვილი-გრძელიშვილი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში ქართული საანბანო განყოფილების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, თამარ პახომოვი-რჩეულიშვილი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის გალობის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თეკლე პავლეს ასული ნიკოლაიშვილი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული და ფრანგული ენების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ვასილ დავითის ძე მამულოვი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N46 ბრძანებით ბარბარე მათეს ასული ვარდიაშვილი თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უმცროსი კლასების ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 11 ოქტომბრის N46 ბრძანებით ნინო ფარნაოზის ასული დგებუაძე თბილისის მეშვიდე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N46 ბრძანებით, დანიშნულია თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის ისტორიისა და ქართული ენის პედაგოგად შალვა ქარუმიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პრ.) გაიმართება ლადო მაჭავარიანის საღამო. მონაწილეობენ: გრ. რობაქიძე, დუტუ მეგრელი, ვარ. რუხაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, გ. ქუჩიშვილი, ხარ. ვარდოშვილი, ივ. ყიფიანი, გრ. ცეცხლაძე, აკ. ბერეკაშვილი, ლ. მაჭავარიანი, თაგუნა, ნ. გოცირიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 11 ოქტომბრის N48 ბრძანებით მარიამ ვასილის ასული ლომინაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის უმცროს კლასებში ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 ივლისს სოფელ იყალთოში ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საპატიო წევრი დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი გარდაიცვალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 11 ოქტომბრის N48 ბრძანებით ლიუდმილა ცინცაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N48 ბრძანებით, ვერა კაკაბაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ექიმად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ოქტომბრის N49 ბრძანებით ამბროსი დევდარიანი თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.