რეგისტრირებული ფაქტები88876
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს დიურანი იყო ალჟირისა და ტუნისის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა ყოველთვიური ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N3, რომლის რედაქტორი იყო ვალერიან გაფრინდაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს დეკანოზი ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძე თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სამხედრო ტაძარში მსახურობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ეფრემ დავითის ძე სართანიძე ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი და ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი ბათუმის ქართული გიმნაზიის ინსპექტორი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ბექირ სამი ბეი მოსკოვში თურქეთის მთავრობის პირველი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს არონ შეინმანი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა რუსეთის ელჩი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ისლამური საზოგადოება, რომლის წევრიც იყო ხ. ბიბინ-ზადე, მოითხოვდა სახელმწიფო აჭარისტანის შექმნას, ბათუმი კი მისი ნაწილი იქნებოდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს კონსტანტინე (კოლია) ნესტორის ძე მერკვილაძე თბილისის ვაჟთა 1-ელი გიმნაზიის მე-8 კლასის მოწაფე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, არსებობს მოსაზრება, რომ სახლი, რომელშიც ბესარიონ ჯუგაშვილის ოჯახი ცხოვრობდა, 1920 წელს გორში დიდი მიწისძვრის დროს დაინგრა. 30-იან წლებში საქართველოს კომპარტიის ლიდერმა ლ. ბერიამ სრულიად შემთხვევითი ოროთახიანი ნაგებობა ი. ბ. სტალინის ბავშვობისდროინდელ სახლ-მუზეუმად გამოაცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და მისი ძმა, შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი, ალექსანდრა, თამარ, ნიკოლოზ, ელენე, ნინო, ნიკუშა და ოლიკო წერეთლები, თალიკო და სოსიკო ვარაზიშვილები იუწყებიან, რომ მათი ბაბუის, დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის გასვენება იყო რკინიგზის სადგურზე სამშაბათს, 30 დეკემბერს, საღამოს 4 საათზე, ხოლო დაკრძალვა იქნებოდა სოფელ ცხრუკვეთში, პარასკევს, 2 იანვარს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს საქართველოში გაიმართებოდა „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობოდა პროცესია, გაიყიდებოდა გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, გაიმართებოდა სადღესასწაულო სანახაობები. თბილისში წარმოადგენდნენ ა. სუმბათაშვილის სპექტაკლს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლი „სამზადისი“ და ამ დღისთვის სპეციალურად დაწერილი იოსებ ჟივაძის შარჟის წარმოდგენა გაიმართებოდა. წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი, ალექსანდრა კარგარეთელი, იოსებ ჟივიძე, მიხეილ სარაული, როსტოვცევი, შალვა ღამბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ჩარკვიანი, ელენე ციმაკურიძე, ვეჩე ჯიქია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქართული სამუსიკო საზოგადოების საოპერო სტუდია დგამდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ბალეტი.

