საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჯორჯაძისა და თომა ზენკოვიჩის აზრით, აქციზის შემოღებამ მოსახლეობას და მეურნეობას დიდი ზიანი მიაყენა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატიის „ქუთაისის ბანკის კრება“ დასასრული დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევი „წმ. დიდი მოწამე ქეთევან კახეთის დედოფალი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნასიძის წერილი „თეატრის ქრონიკა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ XI ნომერში ლადო აღნიაშვილის სტატია გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ XI ნომერში ივანე გომართელის სტატია „ფიზიოლოგიური წერილები“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი მსურველებს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში საადვოკატო მომსახურებას სთავაზობდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო კრებაზე ალადათოვმა განაცხადა, რომ ქალაქის დეპუტატების მოვალეობა მოქალაქეებისთვის უფასოდ შრომა იყო და ჯილდოს სახით თანხის გადაცემა საჭიროებას არ წარმოადგენდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო კრებაზე ი. ელიმირზოვის წინადადებები მოისმინეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის ფელეტონი „ლუი ბლანის აზრი ჯონ სტუარტ მილლიზე“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“ წარმოადგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, გედევან გედევანოვი და კოტე შათირიშვილი მონაწილეობდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „ქუთაისის ბანკის მესამე სხდომა“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ XI ნომერში ვასილ ბარნოვის ლექსი „კატა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ბარბარე ჯორჯაძის სამმოქმედებიანი კომედია „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ წარმოადგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის ბენეფისი გაიმართა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ილია ფერაძის წერილი „საოჯახო ცოდნა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „ქუთაისის ბანკი“ გამოქვეყნდა.

1874

ტიპი: გარდაცვალება

1874 წელს გარდაიცვალა თედო სახოკიას დედა, ელისაბედ კუკავა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ნიკო გვარაძეს თავის ბენეფიზე უნდა დაედგა ახალი პიესა „ბედის ტრიალი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შაქრო საფაროვის „ქართველ მსახიობთა კალენდარი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარიამ გარიყულის მოთხრობა „როდემდის“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 დეკემბერს ბაქოს დრამატულ საზოგადოების თეატრში გამართულ წარმოდგენაში „მეთევზე“ იუზა ზარდალიშვილმა მეთევზის როლი შეასრულა, ა. პავლიაშვილმა – ექიმისა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ვალერიან სიდამონ-ერისთავმა, ალექსანდრე ციმაკურიძემ, შალვა ქიქოძემ, ლადო გუდიაშვილმა და გრიგოლ მესხმა ქართველთა ყოფა-ცხოვრებისა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებების დასურათება დაიწყეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის წრის დარბაზში ბავშვთა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე ტ. გ. ნაზაროვმა ქუთაისელი ბავშვებისთვის გამართა შობის ხე, ბავშვებს ტანსაცმელი დაურიგეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 დეკემბერს ქართველ კულტურისმოყვარეთა საზოგადოების კრებაზე მიხეილ ხერხეულიძემ წაიკითხა მოხსენება „ქართველი ქალი და აკაკი“.