საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85404

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის „ქართველ მწერალ-მოღვაწეთა წერილები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვ. გარრიკის სტატია ტრაგიკოს ტომაზო სალვინის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სოლ. ბოლქვაძემ ლაგოდეხის საღმრთო სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გერ. ჩიკვაიძემ ლაგოდეხის ვაჟა-ფშაველას სახ. სამკითხველოს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ თავისი ხარჯით გამოუწერა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი დავით ოტიას ძე ნიჟარაძე მეფისნაცვლის საგანგებო მინდობილებათა გენერლად დანიშნეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის ლექსი „პასუხი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის თხზულების „ცრემლების კრიალოსანი“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ელო ანდრონიკაშვილსა და მარგარიტა ქილარჯიშვილზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით დიანოზის ძე კოპალეიშვილის ლექსი „პეპელა“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 იანვარს გაზეთ „დროებაში“ მეგრი-კორრესპონდენტის ფსევდონიმით ნიკოლოზ დადიანის წერილი „სამეგრელოდამ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 იანვარს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „იმერელი თბილისში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 იანვარს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „კავკასიის მეურნეობის საზოგადოება და სასოფლო გაზეთი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 იანვარს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის წერილი „საფრანგეთი 1872 წელს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ქართველი კათოლიკეს ფსევდონიმით ბაგრატ ბეთანელის კორესპონდენცია „კათოლიკეების სასწავლებლებზე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 იანვარს გაზეთ „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონი „სურათი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდამ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 10 ივნისს ოზურგეთის თეატრმა აკაკი წერეთლის პიესა „ადვოკატის დილა“ წარმოადგინა, რომელშიც ნიკოლოზ მამულაიშვილი და მოყვარული მსახიობი უხოვი მონაწილეობდნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ კონსტანტინე გეგიძის კორესპონდენცია „ოზურგეთი, 29 დეკემბერი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ მეგრი-კორრესპონდენტის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ნიკოლოზ დადიანის კორესპონდენციისა „სამეგრელო, ნოემბრის დამლევს“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის ფელეტონი „სურათი ოსმალო საქართველოს ცხოვრებიდგან“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგეი მესხის წერილი „კეთილი მოვლენა“ ქართული დრამატული საზოგადოების მიერ საუკეთესო სასცენო თხზულებისთვის დაწესებული ფულადი პრემიის შესახებ.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 7 დეკემბერს ქუთაისის საოქლო სასამართლის პროკურორმა ბალანდინიმ გლეხ გიორგი ლაღიაშვილის დაჭრისთვის დაკავებულ ივანე მესხს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 3 ნოემბრის „დროების“ ცნობით, პავლე გოროდოვიჩენკომ თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა სკოლას სტიპენდიების დასაარსებლად 3000 მანეთი შესწირა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, გერასიმე კალანდარიშვილმა, დიმიტრი ჯანაშვილმა და სტეფანე ძიმისტარაშვილმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ხუთ-ხუთი მანეთი გაიღეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 აპრილს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „საფრანგეთი, პარიჟი, 31 მარტი“ გამოქვეყნდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიხონ ჭეიშვილის წერილი „მისაბაძი მაგალითი“.