რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, სომხეთის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად მთავრობის წარმომადგენლებად დაენიშნათ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დადგინდა, რომ მიეღოთ სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მოხსენება ველზე დახოცილ მეომართა დასაკრძალად 200 000 მანეთის გადადების შესახებ და სათანადო დეკრეტი წარდგენოდა დამფუძნებელ კრებას დასტურისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე (თავმჯდომარე ნოე ჟორდანია) დადგინდა, რკინიგზებზე მოხსნილიყო სამხედრო წესები და გაუქმებულიყო გენერალ-გუბერნატორის მმართველობა. დარჩენილიყო მხოლოდ ორი სწრაფი და ერთი საფოსტო მატარებლის დამცველი შტატი და გზათა უწყებას დავალებოდა მთავრობისთვის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინიციატივით ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანის პანაშვიდი გადაიხადა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ვერ გაუძლებდა ის იმ არამდგრად ვითარებას, რომელშიც ცხოვრება მოუწია. მისთვის ვერც რისკების არიდებას შეძლებდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორ გაუძლო მის გარეშე ყოფნას. ხან ძალიან უმძიმდა, გამუდმებით მომავალ აღდგომაზე და ერთმანეთთან შეხვედრაზე ფიქრობდა. იმედოვნებდა, რომ აღარასდროს დაშორდებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს საღამოს გამართულ წვეულებაზე სტუმრებს შორის იყვნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი, მისი მეუღლე, სხვა სომხები და თათრები, მაგრამ სტუმრების უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს საღამოს გამართულ წვეულებაზე საყოველთაოდ ცნობილი ევროპული ცეკვების გარდა, შესრულდა ქართული და თათრული ცეკვები, რისთვისაც თათარი ქალები საგანგებოდ ჩამოვიდნენ ბაქოდან, აზერბაიჯანის პოლიტიკური აგენტის – ველიქოვის მოწვევით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უგზავნიდა რამდენიმე გაზეთს, რომლის საშუალებითაც გაიგებდა რა ხდებოდა თბილისში მეუღლის გარშემო, თუმცა გაზეთში, რაც ეწერა გარედან დანახული ამბები იყო და ვერ აღწერდა მის შრომასა და გარჯას, რომელსაც სამუშაოს შესრულებაში დებდა. არსად ჩანდა მისი ფიქრი, რომელიც დილიდან საღამომდე თან სდევდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისი უსაყვარლესი წერილები ყველაზე ნათელი წერტილი იყო. ვერც კი წარმოიდგენდა რამდენად ეძვირფასებოდა.

