რეგისტრირებული ფაქტები89390
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 15 იანვარს სამუელ სტოლერმანმა რევოლვერით მოკლა ცოლი ალექსანდრა სტოლერმანისა.
1920
ტიპი: თანამდებობა
ივანე ბერიაშვილი ავადმყოფობის გამო ითხოვდა თანამდებობიდან გათავისუფლებას. 1920 წლის 15 იანვრიდან ის გაათავისუფლეს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, დღის 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საჩუქრების გაგზავნა სურდა მისთვის, მაგრამ ჩასალაგებლად დრო ვერ გამონახა. დიდ სიყვარულს უძღვნიდა მეუღლესა და შვილებს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, დღის 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, მისი გაგზავნილი ვერცხლეული, რომელიც ნაკლებად მოსწონდა შეეძლო საჩუქრად გაეცა. ასევე, უხაროდა ენდრიუსა და ჯეიმსს სკოლაში რომ აქებდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, დღის 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერთი სული ჰქონდა მის მიერ გამოგზავნილ ცისფერ პიჯაკს როდის ნახავდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, დღის 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი ესტუმრა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო ხელისუფლების აღიარებით წარმატებას მიაღწია და ვერც ერთი მარცხი, რომელიც შესაძლო იყო მომავალში განეცადა, ვერ წაშლიდა მის ტრიუმფს. თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ ამაოდ არ უცხოვრია.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, იმედოვნებდა არ იეჭვიანებდა, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მინისტრთა კაბინეტთან გამართულ ვახშამზე რამდენიმე ქალბატონი გამოუტყდა, რომ ყოველთვის მოსწონდათ, მას შემდეგ კი, რაც მისი დამსახურებით საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს, აღმერთებდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს და სხვა ქვეყნების მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ვახშმის დასასრულს, ნოე ჟორდანიამ მისი ჯანმრთელობის სადღეგრძელო შესვა და გულთბილად გაიხსენა მათი ძველი შეხვედრები ჟენევასა და ჩისლეჰარტში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ვახშამზე მთელი მინისტრთა კაბინეტი ეწვია. პირდაპირ იჯდა სპარსეთის, საბერძნეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები, მარჯვნივ – ნოე ჟორდანია, მარცხნივ – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი, მის მარცხნივ კი – წარმომადგენელი, ნოე ჟორდანიას მარჯვნივ – აზერბაიჯანის წარმომადგენელი ველიქოვი, გვერდით მაგიდებთან კი – ქართველი მინისტრები სომხეთის დელეგაციის წევრები, გენერლები და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მინისტრთა კაბინეტთან გამართულ ვახშამზე ოპერის თეატრის წამყვანი ტენორი ივანე სარაჯიშვილი და ბარიტონი ლაზარე იმერლიშვილი მღეროდნენ. ხალხური სიმღერები ანსამბლმა საკრავების თანხმლებით შეასრულა. ოპერის მომღერლებს აკომპანიმენტი გაუწია ჟანა ფალიევამ (ფალიაშვილმა).

