საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85205

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 11 მაისის „დროების“ ცნობით, სოფელ ჩხარში მღვდელმა სპირიდონ ჯუღელმა თავისი ხარჯით დაწყებითი სკოლა დააარსა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 11 მაისის „დროების“ ცნობით, დეკანოზმა სიმონ მიქიევმა სიღნაღის მაზრაში უმოსავლობით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად 30 მანეთი გაიღო.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 11 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგეი მესხის წერილი „ბიბლიოგრაფია“ ალმანახ „კრებულის“ პირველ ნომერში ნიკო ნიკოლაძის მიერ გამოქვეყნებული სტატიების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 11 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ჩხეიძის წერილი „ერთ ახალს განკარგულებაზე“ ქუთაისის მაზრის ეკლესია-მონასტრებისთვის მამულების გადაცემის შესახებ.

1873

ტიპი: გარდაცვალება

1873 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის სოფელ ზანაში ყაჩაღებმა დავით ჩიჩუა და მისი მეუღლე მოკლეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გურგენ ჟღენტის კორესპონდენცია „ოზურგეთიდამ, აპრილის 18-ს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 მარტის „დროების“ ცნობით, არქეოლოგმა ერიცოვმა სამასამდე ძველი ქართული ხელნაწერი წიგნი აღმოაჩინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 თებერვალს ბათუმში გიორგი იშხნელის მონაწილეობით აკაკი წერეთლის ხუთმოქმედებიანი დრამა „პატარა კახი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ მნაცაკან ივანე ძე ისაკოვის უსათაურო ლექსი გამოქვეყნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალიში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილიკო პეტრეს ძე ქურხულის თხზულება „მოხეტიალე მუსიკოსი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 მარტს სახალხო სახლში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის ლოტბარობით კონცერტი უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის სტატია „გაფრთხილება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის თხზულება „შუაღამის ლოცვებიდან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვალს ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს თომა ზაქარიას ძე ნასიძე, ალ. ჩერნიშევი, ი. აბულაძე, ნად. ბაღდოევისა და შაქრო ხატიაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 იანვარს კოტე აფხაზის თაოსნობით დეპუტატთა საკრებულოში მოიწვიეს ქართული პრესისა და კულტურული საზოგადოების დაწესებულებების წარმომადგენელთა კრება. კრებაზე აკაკის დაკრძალვის ორგანიზებისთვის 17-კაციანი კომისია აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის (იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის) სტატია „ჩატეხილ ხედზე“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნადეჟდა ნაცვალოვის კორესპონდენცია „სოფ. ბოდბისხევი, თებერვლის 2-ს“ სიღნაღის მაზრის სოფლებში უამინდობით დაზარალებულ მევენახეების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ეკლესიებსა და წიგნის მაღაზიებში რაჟდენ ბარამიძის მიერ შედგენილი „ცხოვრება ღირსისა ალექსის ღვთის კაცისა“ იყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში ალექსანდრა კარგარეთელის ბენეფისი იყო დაგეგმილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოება კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმულ დავით ერისთავის ხუთმოქმედებიან დრამა „სამშობლოს“ წარმოადგენდა, რომელშიც ანა მესხი და კოტე ყიფიანი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ეშხა კინტრაძის კორესპონდენცია „ბაზრის უწესრიგობა“ ლანჩხუთის ბაზრის სანიტარული მდგომარეობის შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 ნოემბერს თბილისის პოლიციის მეხუთე ნაწილის ბოქაულმა ზაზულევიჩმა მოქალაქე მარტიროსოვის მკვლელობაში ბრალდებულის სახლში 180 მანეთის კუპიურები აღმოაჩინა, რომლებსაც სისხლის ლაქები ემჩნეოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსეთის დაზღვევისა და სასაქონლო გადაზიდვების ინპექტორი ა. ა. კრიჟანოვსკი ხომალდების „პეტრესა“ და „ეკატერინას“ შეჯახების გარემოებათა დასადგენად ბათუმში ჩავიდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევით მიხეილ გურგენიძე, მიხეილ გარსიევი და გრიგოლ ჩარკვიანი ნაძალადევის სამრევლო სკოლის მშენებლობის ზედამხედველი კომისიის წევრებად აირჩიეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბათუმის პოლიციის ნაწილის უფროსმა ლეონიძემ ციხიდან გაქცეული ყაჩაღი შემ-ოღლი მოკლა.