რეგისტრირებული ფაქტები83894
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის თებერვალში სარიყამიშის მხარეში დაჭრილების მოვლის დროს ვარლამ გელოვანს სახადი შეეყარა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტს ხაშურის დრამატულ წრეს იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით ისტორიული დრამა „იმერეთის მეფე“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კოტე ანდრონიკაშვილი ქუთაისის სცენისმოყვარეთა ქართული ამხანაგობის რეჟისორი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ალექსანდრე გუგუშვილი ქუთაისის ქართული სცენისმოყვარეთა ამხანაგობის სცენარისტი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გიორგი გურული ქუთაისის ქართული სცენისმოყვარეთა ამხანაგობის სუფლიორი იყო.
1915
ტიპი: გარდაცვალება
სახადით დაავადებული ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი 1915 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა. ის შუამთის მონასტერში დაკრძალეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის შენობაში გიმართა თბილისის პირუტყვთა მფარველი საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ი. ნ. რეიტერი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს მარიამ დემურიასი და ი. ს. სტანიშევსკი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს პავლე ხეთაგაშვილი, ივანე ქორფაშვილი და ტიტე ბურძგლა საბურთალოს სახალხო სახლის გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: გარდაცვალება
კაპიტანი იოსებ დავითის ძე ყანჩაველი I მსოფლიო ომში, 1915 წლის 22 მაისს, მოკლეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 1-ელი დეკემბრისთვის კომისიამ შეამოწმა ჯარიკაცები, რომლებიც გამოსადეგი არ იყვნენ სამხედრო სამსახურისთვის. კომისიის თავმჯდომარე იყო მსროლელთა რაზმების მეორე ბრიგადის უფროსი, გენერალი რილკა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 მარტს ელისაბედ ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად სიღნაღში გამართულ წარმოდგენაზე მიიწვიეს ვასო ალექსის ძე აბაშიძე და სოსო გიორგის ძე ივანიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილის ხელმძღვანელობით დუშეთში წიგნსაცავ-სამკითხველო დაარსდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილი 26 წელი მუშაობდა ექიმად ერევნის, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში.