საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89379

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობაზე ი. ქურდიანის მოხსენებასთან დაკავშირებით გამართული კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ აგრონომთა კავშირი აუცილებლად უნდა დაარსებულიყო, რომელშიც უმაღლეს, საშუალო და დაბალი ცენზის მქონეთა გარდა უნდა შესულიყვნენ საზოგადოებრივ-აგრონომიულ სფეროში მომუშავე პირები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პირველ სექციაში აგრონომმა ი. ქურდიანმა წაიკითხა მოხსენება „სრულიად საქართველოს აგრონომიულ დარგში მოღვაწეთა პროფესიული დახმარების შესახებ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო საყმაწვილო ჟურნალი „ნაკადული“, რომელშიც დაბეჭდილია შიო მღვიმელისა და ილია სიხარულიძის ლექსები, დავით კასრაძის, ნ. ყორჩიბაშის და ილ. გოგიას მოთხრობები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კაბი-კუმუხში დაღესტნელი კომუნისტების წინამძღოლმა, იბრ. ალმიტაევმა შეიარაღებული ძალებით პოლიტიკური გადატრიალება მოახდინა, ძველი მთავრობა განდევნა, შეიპყრო კონტრ-რევოლუციონერები და ყველა, ვინც ბოლშევიზმს ეწინააღმდეგებოდა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთში საქართველოდან ალექსანდრე ხატისოვის ჩასვლისას მინისტრ-თავმჯდომარეს შეხვდა მთელი კომენდანტის შემადგენლობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, მომარაგების მინისტრ გიორგი ერაძეს განესაზღვრა ვადა, რომლის განმავლობაშიც ყოფილ საქონლის გამცვლელ კომიტეტისა და მომარაგების სამმართველოს მიერ გაცემული ნებართვები უნდა წარედგინათ მომარაგების სამინისტროში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწმობები გაბათილდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა დეპეშა გაუგზავნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს, რომელშიც ულოცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას და იმედოვნებდა ორი ერის კარგ ურთიერთობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა დეპეშა გაუგზავნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს, რომელშიც მადლობას უხდიდა ქართველ საზოგადოებას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის მილოცვისთვის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კურტი იყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სომხეთში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრესი იყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სომხეთში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოდან სომხეთში ჩასვლისას ალექსანდრე ხატისოვს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები - გრესი და კურტი შეხვდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის მუზეუმის შენობის დამამთავრებელ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ თავმჯდომარე – გ. ჟურული, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ინჟინერი მიხეილ ნეპრინცევი და ანატოლი კალგინი, დაევალა შეემუშავებინა ინსტრუქცია და 1911 წლის გაუქმებული კომისიისგან მიეღო საქმეები და საბუთები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის ბრძანებით, გაუქმდა 1911 წელს დაარსებული თბილისის მუზეუმის სააღმშენებლო კომისია და სანაცვლოდ შეიქმნა შენობის დამამთავრებელი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: თავმჯდომარე – გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ინჟინერი მიხეილ ნეპრინცევი, ანატოლი კალგინი და სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დელეგაცია მიიღო და ცალკეულ სტუმრებსაც უმასპინძლა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსის ბაქოში ყოფნა მნიშვნელოვანი იყო და მან გადაწყვიტა დარჩენა მიუხედავად ოჯახური პრობლემებისა. მისი აზრით, არსებულ სიტუაციაში ბაქოდან გამგზავრება არასწორი საქციელი იქნებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი რთულ სიტუაციაში იყო. დედ-მამა ავად ჰყავდა და სახლში დაბრუნებას სთხოვდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ძალიან სურდა აღდგომას ოჯახთან ერთად შეხვედროდა, მაგრამ ვერაფერს დაჰპირდებოდა, რადგან არამდგრადი იყო ირგვლივ არსებული სიტუაცია.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ძალიან უჭირდა მისგან შორს ყოფნა და გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა აღდგომას ოჯახთან ერთად შეხვედროდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ მისგან გამოგზავნილი 23 დეკემბრით დათარიღებული წერილი კიდევ ერთხელ გადაიკითხა. ასევე, მოუთმენლად ელოდებოდა ბარათს შობის ამბებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ თბილისთან შედარებით ერევანში უფრო ციოდა. გრეისი სახლს კარგად ათბობდა და მშვენივრად ზრუნავდა მასზე. თავს კარგად გრძნობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ შუადღემდე რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. ნაშუადღევს კი – მინისტრებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განეხილა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ თბილისში დაბრუნება სურდა, თუმცა ალექსანდროპოლის (გიუმრის) უნივერსიტეტი იხსნებოდა და გახსნის ცერემონიალს აუცილებლად უნდა დასწრებოდა. ყველაფერი თუ კარგად წარიმართებოდა, კვირას თბილისში დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მეგობრად მიიჩნევდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევანში მის პატივსაცემად გამართული ბანკეტი მშვენიერი გამოვიდა, მასპინძლებმა მისი მისამართით უამრავი საქებარი სიტყვა წარმოთქვეს.