რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი დასასვენებლად აბასთუმანში გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კავკავში წიგნებით მოვაჭრე ივანე მესხიევის განცხადება გამოქვეყნდა, რომლითაც ის ქართველ გამომცემლებს სთხოვდა, მისთვის ახალი წიგნები მიეწოდებინათ.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 2 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულნი პირობების დასაზუსტებლად ედუარდ ზაქარიას ძე სააკაშვილს უნდა დაკავშირებოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოება ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმულ კომედიას „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუა“ წარმოადგენდა, რომელიც ქართულად ალექსანდრე ჭიჭინაძემ თარგმნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოება კოტე მესხის ოთხმოქმედებიან პიესას „რუსთაველი“ წარმოედგენდა, რომელშიც ანა მესხი მიიღებდა მონაწილეობას.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 3 ივნისის „დროების“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძე ქუთაისის ქვეითთა დრუჟინის მეთაური იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 3 ივნისის „დროების“, ცნობით ესტატე ვახვახოვი თბილისის ქვეითთა დრუჟინის წინამძღოლად დანიშნეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 3 ივნისის „დროების“, ცნობით დიმიტრი ვახვახოვი ქართველ ქვეითთა მე-2 დუჟნის უფროსად დანიშნეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დავით ნათაევმა, ილია და პლატონ შიუკოვებმა ომში დაჭრილებისთვის ალექსანდრე შიუკოვს 9 მანეთი და 1 აბაზი გადასცეს.

