რეგისტრირებული ფაქტები90426
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გზათა დეპარტამენტის (დირექტორი ბესარიონ ჭიჭინაძე) განცხადება ტყიბულის ქვანახშირის გასაღების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „აზერბაიჯანის ნოტა სომხეთისადმი“, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა დიდი ღვაწლი გასწია უმაღლესი სასწავლებლების დასაარსებლად თბილისში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი საგლეხო რეფორმების განხორციელებისთვის მუშაობდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მწერალი მიხეილ თუმანიშვილი გიორგი თუმანიშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორ ანასტასია თუმანიშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი კადეტების (კონსტიტუციური დემოკრატები, ლიბერალური ბურჟუაზიის პარტია რუსეთში) მთავარი კომიტეტის წევრი იყო. ის ხშირად იწვევდა პარტიის ლიდერებს ლექციების წასაკითხად.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“ და გაზეთ „კავკაზთან“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი ბევრს მუშაობდა ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხზე, ამ საკითხზე წერდა სტატიებს რუსულ ჟურნალებსა და გაზეთში „ვესტნიკ ევროპი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა, მის მიერ ნათარგმნი წიგნის ჰონორარის ანგარიშში 600 მანეთის ავანსით მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბალ სკოლათა მთავარგამგის N82 ბრძანების თანახმად, 1920 წლის 20 იანვრიდან გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე ახალქალაქის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დანიშნეს. ხელს აწერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე. დედანთან სისწორეს ადასტურებს საქმისმწარმოებელი ეკატერინე გველესიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის გამრთობი საზოგადოების გამგეობის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის თავის ინვენტარიანად გადაცემის შესახებ. საზოგადოებას ბიბლიოთეკის შესახებ მოლაპარაკება ჰქონდა გამართული ქალაქის გამგეობასთან, რის გამოც საკითხი დროებით ღიად დატოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ანდერძი მიიღეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არსენ მამულაიშვილის (ლალიონის) ნაწერების გამოცემის საკითხი. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქუთაისის განყოფილება სტამბას ყიდდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ინფორმაციის უტყუარობის შემთხვევაში ქუთაისის განყოფილებისთვის ეცნობებინა, რომ სტამბა მთავარ განყოფილებას სჭირდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გენერალ სიმონ ესაძის განცხადება სამხედრო წიგნაკის გამოცემის შესახებ. გამგეობამ პასუხის გაცემა წიგნების გამომცემლობის გამგეს დაავალა.

