რეგისტრირებული ფაქტები80919
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ექიმთა საზოგადოებამ აირჩია კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა სოფლის ექიმების დახმარების საშუალებები და კომისიის წევრს, მიხეილ ვესელოვზოროვს დაავალა აღეწერა, კავკასიაში ისტორიულად როგორ ვითარდებოდა ექიმთა დახმარების საკითხი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 დეკემბერს თბილისში ხელმწიფე იმპერატორის მფარველობის ქვეშ მყოფი ზემო ავჭალის მიწათმოქმედებისა და სახელოსნო მცირეწლოვან დამნაშავეთა კოლონიის დასახმარებლად გაიმართა ღონისძიება საკონცერტო და სალიტერატურო განყოფილებებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა სატუსაღო კომიტეტის თავმჯდომარე ლ. სვეჩინისა. ბილეთები იყიდებოდა საზოგადოების წევრებთან ა. ს. ფრენკელსა და ა. ა. მაქსიმოვიჩთან.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტს, აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს, სამოქალაქო პანაშვიდზე გუნდმა კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით სამგლოვიარო საგალობლები შეასრულა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, არშაკ სტეფანოვმა და ნიკოლოზ ზუმბულიძემ ოქრომჭედლის დუქანი გატეხეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, არშაკ სტეფანოვი უფროსი პოლიცმაისტერის კანცელარიის მწერალი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ისაი დოლუხანოვი დადიოდა სოფლებში, რათა მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის სურსათის ქალაქებში ჩამოტანა შეეთავაზებინა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ისაი დოლუხანოვი ქალაქის გამგეობის წევრი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ხუთი თვის განმავლობაში პეტრე უმიკაშვილის „სასოფლო გაზეთი“ უსახსრობის გამო არ იბეჭდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ უ. ვართანოვის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, ვისაც საბებიო ინსტიტუტში სურდა სწავლა, განცხადება სამოქალაქო საექიმო უწყების გამგებლის, რ. ანდრონიკაშვილის სახლში უნდა მიეტანა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ დასაბეჭდად მიიღო გრიგოლ ჩარკვიანის გამოცემული „იგავ-არაკნი“ და რაფიელ ერისთავის მოთხრობა „ნინო“.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა განცხადება ალექსანდრე ჭიჭინაძის ორკლასიან სასწავლებელსა და პანსიონში მოსწავლეთა მიღების წესების შესახებ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე მირზოევს მოსამართლემ ერთი თვით პატიმრობაში ყოფნა მიუსაჯა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე რუდნევმა შექმნა კომისია, რომელსაც ყველა ეკლესიისა და მონასტრის მონახულება და მათში არსებული ნივთების ღირებულების აღწერა დაევალა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, ჰუსეინ მემედის ძე ხინიკაძე ლეიტენანტი იყო.