რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი მზარდობით
1873
ტიპი: ავტორობა
1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ დეკანოზ დავით ღამბაშიძის „წიგნი რედაქტორთან“ გამოქვეყნდა, რომელშიც ავტორი უარყოფდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს იმერეთში მაღალი წოდების სასულიერო პირები აღსარებითი სიებისა და მეტრიკების სანაცვლოდ სასოფლო მღვდლებისგან ფულადი გასამრჯელოს გადახდას მოითხოვდნენ.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკას ასამდე მკითხველი ჰყავდა.
1874
ტიპი: ორგანიზაცია
1874 წელს გორში ჩამოყალიბდა საიდუმლო რევოლუციური წრე, რომლიც წევრიც იყო სოფრომ მგალობლიშვილი.
1874
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოსმალთა ბატონობის მიუხედავად 1874 წლისათვის სოფელ ფარხალოს მოსახლეობას თავისი მღვდელი, გვარად ღებრაძე ჰყავდა, რომელიც აღასრულებდა მამა-პაპურ სარწმუნოებას.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 1-ელ იანვარს ილია ჭავჭავაძემ და ივანე მაჩაბელმა შექსპირის „მეფე ლირის“ თარგმნა დაასრულეს.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოურავი იყო მისი დისშვილი, გრიგოლ ნიკოლოზის ძე აფხაზი.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-1902 წლებში ლევ ლევის ძე მარკოვი თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-1889 წლებში ერასტი დავითის ძე გაბიჩვაძე ლიხეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს სიმონ მარკოზის ძე მაისურაძე ლიხეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-1882 წლებში სიმონ მარკოზის ძე მაისურაძე იწის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-77 წლებში დავით გიორგის ძე საცერაძე სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ალოიზ მიზანდარმა, ხარლამპი სავანელმა და კონსტანტინე ალიხანოვმა დააარსეს თბილისის პირველი მუსიკალური სკოლა.
1874
ტიპი: გარდაცვალება
1874 წლის 28 აპრილს სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მათე ხახუტას ძე ვაშაკიძე გარდაიცვალა.

