რეგისტრირებული ფაქტები89518
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ საბჭოთა მთავრობა რუს და ქართველ ხალხს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა. ის იმედოვნებდა, რომ რუსეთი მოძებნიდა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისაღებ ენას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სენატის ბრალმდებლის მოადგილე ა. გ. გელოვანი გაათავისუფლეს აღნიშნული თანამდებობიდან მისი თბილისის სასამართლო პალატის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 თებერვალს გრიგოლ (კუკულია) ალექსანდრეს ძე გელოვანს ბაქოდან ქუთაისში ჩამოასვენებდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს 19.30 საათზე, ვერის დაღმართზე ცირკი „კრისტენსი“ მართავდა 37 დღიან საერთაშორისო ფრანგ მოჭიდავე ჩემპიონთა შეხვედრებს, მონაწილეობდნენ: სახელგანთქმული ა. მატოვი, აპოლონ სტაროშვილი იჭიდავებდა ნეიზვესტნის წინააღმდეგ, საშო ვერელი – გეპტა ალის წინააღმდეგ. დაწესებული იყო პრემია 30 000 მან.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე იოსების ასული დადიანი ელენე იულონის ასულ დადიანი-წულუკიძის დისშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა გრიგოლის ასული დადიანისა იოსებ იულონის ძე დადიანის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეონიდ სობინოვი მომღერალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე იოსების ასულ დადიანის მეუღლე ვლადიმერ ალექსის ძე ჟერებკოვი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის მოწოდება დაწესებულებათა მიმართ, კომისია ყველას სთხოვდა მონაწილეობას.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილია ილიას ძე დადიანი ელენე იულონის ასულ წულუკიძისას ძმისწული იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინის, ნოტას, აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ორ მოძმე ხალხს შორის კეთილმეზობლური განწყობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა, და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მთავრობა მომავალში მონახავდა ქართველის ხალხისთვის მისაღებ პოლიტიკურ ენას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ჩამოდიოდნენ მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობები: კოჩალოვი, ლეონიდოვი, კნიპერი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვალს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ო. შულგინას ბენეფისი, წარმოადგენდნენ „ქ-ნ ბატერბფლაის“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა შულგინა მომღერალი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვალს ნოე ჟორდანიას მეუღლემ, რომელიც ხელმძღვანელობდა „ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ მოაწყო საქველმოქმედო საღამო კაფე „ფრასკატიში“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორი გრიგორ ჩალხუშიანი ქვეყნის დატოვების მიზნით საქართველოს მთავრობისგან ნებართვის აღებას ცდილობდა, რისთვისაც თბილისში რამდენიმე დაახლოებული ადამიანი – სამხედრო პირი, საზოგადო მოღვაწე და ვექილი გამოგზავნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მუსტაფა ბეკ ვექილოვი აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლად დანიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აპოლონ ისაკის ძე მესხი იყო ექიმი.

