საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თბილისი, 7 ოქტომბერს“ თბილისის სომხური სასწავლებლების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დარისპან მიქელაძის წერილი „ოზურგეთის დროების კორრესპონდენტს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, თბილისელი პედაგოგი კარლ პოღოსოვი ფრანკფურტის სამეცნიერო საზოგადოებამ საჯარო ლექციების წასაკითხად მიიწვია.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 7 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ნესტორ თავდგირიძის ავტორობით გარდაცვლილი სტუდენტის, ნიკოლოზ ზედგინიძის ნეკროლოგი გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: გარდაცვალება

1873 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში ოცი წლის სტუდენტი ნიკოლოზ ზედგინიძე გარდაიცვალა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გორის მცხოვრებთ ახალი ქართული გამოცემების შეძენა იოსებ ძამოევის წიგნის მაღაზიაში შეეძლოთ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვლადიკავკაზის მცხოვრებნი ახალი ქართული გამოცემების შეძენას პავლე გოზალოვის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 14 სექტემბრის „დროებაში“ ისაკ მარტინის ძე მიხითაროვი დაინტერესებულ პირებს მოახლეებისა და ძიძების შერჩევაში დახმარებას სთავაზობდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ავეტ. ახვერდოვმა ახალციხის ქალთა სასწავლებელს 200 მანეთი შესწირა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 7 სექტემბერს „დროებაში“ დაიბეჭდა იეროთეოზ სიდამონოვ-ერისთავის მიერ გაზეთის რედაქტორისადმი მიწერილი ღია წერილი ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის პრობლემებზე.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 ნოემბერს „დროებაში“გამოქვეყნებული რედაქტორ პ. სიმონიანცის განცხადების თანახმად, გაზეთ „სომხეთის ფუტკრის“ 1874 წლის ნომრების გამოწერა მკითხველებს შეეძლოთ ამბარცუმ ენფიანჯიანცის სტამბაში ან მის თამბაქოს მაღაზიებში.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 ნოემბრის „დროების“ ცნობით, თბილისის, გორის და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში იოსებ ბაქრაძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ალფიერის ტრაგედიების კრებული იყიდებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა პეტრე ჩერექოვის წერილი „მოფიცართ მსაჯულებაზე“ რნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ევროპული გამოცდილების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ივანე სულხანიშვილის კორესპონდენცია „ს. ტირძნისი, 29 ოქტომბერს“ მევენახეობის საკითხების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თბილისი, 1 ნოემბერს“ ქალაქის წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების საკითხებზე.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გ. გორისელის ფსევდონიმით შალვა გომართელის წერილი „ზემოთის სამართალი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 19 ოქტომბერს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლის, რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილის სახლში მევენახეების შეკრება გაიმართა, რომელზეც აგრონომ ზაქარია მიხეილის ძე ზუბალოვის მიერ შემუშავებული ვაზის მოვლის ახალი მეთოდი განიხილეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სიღნაღის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას რაჟდენ ციციშვილის წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ივანე მესხის ფელეტონი „მადნის წყლებიდამ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თბილისი, 27 სექტემბერს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ახალციხის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას ანა მუსხელოვისას წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ჯანდაბა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 11 მაისს გაზეთ „დროებაში“ ა. სარკელის კორესპონდენცია „ქართლის ჭორები“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ მიხეილ ხელთუფლიშვილის წერილი „როტუნდა ქ. გორში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას სვიმონ ჩომახიძის წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.