რეგისტრირებული ფაქტები86397
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ყველა ფრაქციისთვის ეცნობებინათ მთავრობის გეგმების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა წარდგა მოხსენებით კაბინეტის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე. სხდომას ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, სამსონ ფირცხალავა, გიორგი ხოჭოლავა, სპირიდონ კედია, შალვა ნუცუბიძე, გერონტი ქიქოძე, ნიკიფორე იმნაიშვილი, გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – კონსტანტინე ჯაფარიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 3 ნოემბრის N132 ბრძანების თანახმად, საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა ივანე გომელაურს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში 1-ლი ნოემბრიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების ბალანსი 10 821 100. 83 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, სეით იაშვილი, ქრისტინე შარაშიძე და ვასილ წულაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების გამგეობის არჩევის საკითხი დასვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების შემოსავალი 2 425 063. 52 მანეთი იყო, გასავალი კი – 2 331 715. 90 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების ლიკვიდაციის საკითხი უარყვეს.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 8 ნოემბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ტიციან ტაბიძე ვარდისუბნის ქუჩაზე ცხოვრობდა

