რეგისტრირებული ფაქტები88189
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდნენ ქიზიყელები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს მთავრობასთან ერთად დაეცვათ ზაქათალას ოლქი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა ემუშავა გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის ახალ განკარგულებაზე, სადგურებს ბაქოს მიმართულებით დარქმეოდა ქართული სახელები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ვ. ა. ჭიჭინაძის განკარგულებით შექმნილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილს, ისტორიკოს სარგის კაკაბაძესა და ეთნოგრაფ პავლე ინგოროყვას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი მაისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის 1920 წლის ბრძანებით ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიანიჭეს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მაისში სოფ. რუისში გაიმართა ფრონტის დღე. აირჩიეს ფრონტის კომიტეტი და მის ხელმძღვანელად – სოფლის მოძღვარი დ. სალარიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი მაისიდან თელავის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დროებით მაქს კარლოს ძე ანდრეევი დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას შუამდგომლობის პასუხად აცნობა, რომ 1920 წლის პირველი მაისიდან ფედოსია ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დამტკიცდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მაისში, რუსეთთან ზავის დადების შემდეგ, სოსო მდივანი მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში ქართულ კლუბში პირველად დაიდგა პიესა „ქალის ცხოვრება“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ალექსანდრე მაისურაძის მომღერალთა გუნდი და აზიური ორკესტრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს გაიმართა ხალხთა ლიგის საქართველოს საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე დავით ღამბაშიძე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს ზუბალაშვილის სახალხო სახლში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოსა და ყველა პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა შეერთებული სხდომა შედგა. სხდომამ მოისმინა მოხსენებები აზერბაიჯანში საბჭოთა მთავრობის გამოცხადების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს, ღამის 12 საათზე, სამხედრო სკოლას თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. დიდი სიმამაცე გამოიჩინეს იუნკრებმა და პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ. იქ იმყოფებოდა გენერალი გიორგი კვინიტაძეც.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს სამხედრო სკოლაზე განხორციელებული თავდასხმისას იუნკერი მიხეილ მაყაშვილი მძიმედ დაიჭრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
ქ. ქუთაისის თვითმმართველობა განათლების სამინისტროს სთხოვდა შუამდგომლობას, რომ ოლღა გიორგობიანს მინიჭებოდა უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება და დამტკიცებულიყო პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 3 მაისს სიკვდილით დასაჯეს სამხედრო სასწავლებელზე თავდამსხმელები: ერემიანცი, მუშეგიანცი და ბრიანცი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 4 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობამ იშუამდგომლა განათლების სამინისტროს წინაშე, რომ ივანე რომანოზის ძე გულბანს, ლაილაშის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელს, მინიჭებოდა უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება და დამტკიცებულიყო იმავე თანამდებობაზე.

