საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89873

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს ხარლამპ ივანეს ძე სავანელი სახელმწიფო ბანკში მუშაობდა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874-1906 წლებში იასონ ქაიხოსროს ძე ქავთარაძე ცხამის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874-1917 წლებში ლეონტი იოვანეს ძე გორდულაძე ძეძილეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს ალექსი ნიკოლოზის ძე ფანცხავა ხომულის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: გარდაცვალება

1874 წელს გარდაიცვალა თედო სახოკიას დედა, ელისაბედ კუკავა.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ქუთაისის გიმნაზია დაასრულა.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლისას დავით კლდიაშვილი და სხვა ქართველი მოწაფეები ძლივსღა ახერხებდნენ ქართულად მეტყველებას.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874-1881 წლებში მარტვილის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ივანე ოდიშარიას სახლში ცხოვრობდნენ ძმები, ბესარიონ (შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი) და გიორგი ხელაიები.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს იაკობ გოგებაშვილი არ დაელოდა სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შედეგებს და სემინარია თავად დატოვა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს სასულიერო სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შემდეგ სემინარიის რექტორი გადააყენეს და მის ნაცვლად კუშინსკი დანიშნეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ სემინარიის ინსპექტორი გიორგი იოსელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ მასწავლებლები ლაზარე ტურიევი და ნიკოლოზ ცხვედაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს კერსკიმ სასულიერო სემინარიის საერთო რევიზია ჩაატარა.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წელს დავით კეზელს, ალექსანდრე მაჭარაშვილს და სტეფანე ჭრელაშვილს, რომლებიც საკადრისად არ მიესალმნენ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 8 იანვარს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზს მოურავისთვის მის მიერ დატოვებული მინდობილობა გამოერთმია და ცხენების მოპარვის საქმეზე პოლიციაში საჩივარი შეეტანა.

1874

ტიპი: გარდაცვალება

1874 წლის 10 იანვარს მუხურის წმ. გიორგის (აბესაძეების) ეკლესიის მღვდელი იოანე ბეჟანის (ბუჭუას) ძე აბესაძე გარდაიცვალა.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს პეტერბურგიდან წერილით შეატყობინა, რომ თბილისის ბანკის წესდება ისევ არ იყო წარდგენილი სახელმწიფო საბჭოში.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წლის 16 იანვარს გორის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებული სოფრომ მგალობლიშვილი უმეტესად ქართულ ენას ასწავლიდა სასწავლებელში.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაიგო, რომ თბილისის ბანკის წესდების დამტკიცებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე აფერხებდა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ფინანსთა მინისტრს, მიხეილ რეიტერნს სთხოვა, საქმე საკრედიტო კანცელარიის დირექტორისთვის გადაეცათ. რეიტერნმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1874

ტიპი: გარდაცვალება

1874 წლის 29 იანვარს ქვიტირის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იოანე ვასილის ძე მეძმარიაშვილი გარდაიცვალა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 31 იანვარს თბილისის საზამთრო თეატრში ილია ჭავჭავაძის პიესა „სცენები მომრიგებელ მოსამართლესთან“ დადგეს.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის თებერვლის დასაწყისში მოსკოვში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ კარდანახიდან ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის წერილი მიიღო.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წლის თებერვალში მოურავი პეტრე დუდაური და გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახლის გაქურდვაში იყვნენ ეჭვმიტანილები.