საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86543

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 3 მარტს „დროებაში“ გამოქვეყნდა ლ. ხირსელის კორესპონდენცია „სიღნაღის აკლდამები“.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს მოსე ჯანაშვილი ასწავლიდა ქართულ ენას წმ. ნინოს სასწავლებელში.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 10 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი პეტრე ჩარექოვის წერილისა „ახალი სამართალი“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში მოსე ჯანაშვილი ასწავლიდა ქართულ ენას მიწის მზომელთა სასწავლებელში.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მოსე ჯანაშვილი ასწავლიდა ქართულ ენას ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1916 წლებში მოსე ჯანაშვილი ასწავლიდა ქართულ ენას ქალთა მეხუთე გიმნაზიაში.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878-1900 წლებში მოსე ჯანაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მუშაობდა.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-1876 წლებში მოსე ჯანაშვილი მინა პეტრიაშვილის პანსიონში გამგედ მუშაობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან მოსე ჯანაშვილი დიმიტრი ბაქრაძის მიერ სიონთან დაარსებული სიძველეთა საცავის გამგე იყო.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „დროებაში” შორაპნელის ფსევდონიმით დავით ღამბაშიძის წერილი „ორიოდე სიტყვა უ. ზაქარიძის სტატიაზე „ძველ-ახალი ამბები”, რომელიც „დროების” მე-41 ნომერში იყო დაბეჭდილი“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 21 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ნიკ. დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ ყიფიანის ფელეტონი „გასართობი საუბარი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 31 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნ. ახვლედიანის წერილი „მეყველეებთ არტელი ჩვენში“ უ. ვერეშჩაგინის დაარსებული ყველის ქარხანის შესახებ.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 3 იანვარს გრიგოლ არწრუნის რედაქტორობით გამოიცა ახალი სომხური გაზეთის, „მშაკის“, პირველი ნომერი.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 4 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ მცხეთა-თბილისის დამაკავშირებელი რკინიგზის გათხრითი სამუშაოების დროს აღმოჩენილი სიძველეების შესახებ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „მცხეთის აკლდამები“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გორი-ჯვარიდგან“ ქრისტიანულ საეკლესიო დღესასწაულებზე შემორჩენილი წარმართული წეს-ჩვეულებების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „ქიზიყიდგან“ სიღნაღის მაზრის სასოფლო სკოლების შესახებ.

1972

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „ცხელ-ცხელი ამბები (ახალ-წლის შუაღამე)“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გორიდგან“, იმპერატორ ალექსანდრე II-ს გორში სტუმრობის შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ლექსი „კაცის მიწერილი“.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „დროების“ ცნობით, პავლე ანტონოვი და მარია სბროსკისა თბილისის კათოლიკური სამრევლო სკოლის მასწავლებლები იყვნენ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 24 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „ტყიბულის საქმე“ ქვანახშირის მაღაროების გასხვისების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 14 მაისს გაზეთ “დროებაში” სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი “ყოვლად ბედნიერი მხარე”.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნიდამ“, სადაც ავტორი ჰყვებოდა, რომ ყვირილას სადგურში ჩამომდგარი მატარებლების სანახავად ყოველდღიურად უამრავი ხალხი იკრიბებოდა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 10 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პლ. ჩხეიძის კორესპონდენცია „ყვირილიდამ“, ფოთი-ქუთაისის კრინიგზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, რამაც ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მამია გურიელის წერილი „კეთილი მაგალითი“.