რეგისტრირებული ფაქტები85126
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 30 ივნისს, დილის 5 საათზე, ქუთაისიდან ერთი ვერსის მოშორებით, სამხედრო სასამართლოს მიერ სიკვდილმისჯილი მალხაზ ძოგაშვილი და საბა თედეშვილი ჩამოახრჩეს.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე ნათლისღების დღესასწაულზე ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩატეხის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ მსგავსი ფაქტი ოციოდე წლის წინაც მოხდა, რასაც ადამიანები შეეწირნენ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე აქვეყნებდა სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების უწყებას, რომ 24 იანვარს ბანკის შენობაში საქველმოქმედო ლატარიის ბილეთები გაიყიდებოდა რუსეთში 1891 წლის მოუსავლიანობის გამო მოშიმშილე მოსახლეობის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით ელექტრონით განათების მსურველ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ნებართვა ადგილობრივი სატექნიკო დაწესებულებისგან უნდა აეღოთ.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა 18 იანვარს ქუთაისის ახლად შექმნილი ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე მიღებული დადგენილების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობა კონკურენციას არ გაუწევდა თბილისში არსებულ საზოგადოებას და ხელს შეუწყობდა მისი დაბეჭდილი წიგნების რეალიზაციას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც დედა იულია ივანეს ასული ბარათოვა, ძმა ზაქარია დავითის ძე ბარათოვი და დები, ეკატერინე დავითის ასული სულხანოვა, ბარბარე დავითის ასული ბაგრატიონ-დავიდოვა, ნინო დავითის ასული ქიქოძე და ანასტასია დავითის ასული ჯანდიერი ქმრებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ გარდაცვლილი ნატალია დავითის ასული ავალოვას პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე დავითის ჩიხის №12-ში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, თბილისურმა გაზეთებმა უკვე ამცნეს თავიანთ მკითხველებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია სახელწოდებით „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საფრანგეთის საგეოგრაფიო საზოგადოების წევრმა ალფონს პინარტმა, რომელსაც განზრახული ჰქონდა წიგნის ბეჭდვის ისტორიის შესახებ ნაშრომის შექმნა, თხოვნით მიმართა „ივერიის" რედაქციას, მიეწოდებინათ ცნობები, როდის და ვინ ჩაუყარა საფუძველი საქართველოში წიგნის ბეჭდვას.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საფრანგეთის საგეოგრაფიო საზოგადოების წევრმა ალფონს პინარტმა, რომელსაც განზრახული ჰქონდა წიგნის ბეჭდვის ისტორიის შესახებ ნაშრომის შექმნა, თხოვნით მიმართა „ივერიის" რედაქციას, მიეწოდებინათ ცნობები მნიშვნელოვანი ქართული წიგნების, ბროშურების, ჟურნალების სახელწოდებების, ფორმატის, გვერდების რაოდენობისა და მათი ქართული სათაურების შესახებ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 26 მარტს თბილისში, მუშთაიდის ბაღში, გაიმართა მეფისნაცვალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სადილი, რომელზეც სადღეგრძელო წარმოთქვა დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანმა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 26 მარტს თბილისში, მუშთაიდის ბაღში მეფისნაცვალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ სადილზე სადღეგრძელო წარმოთქვა გრიგოლ ორბელიანმა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ გიორგი ერისთავი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 26 მარტს თბილისში, მუშთაიდის ბაღში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ სადილზე სადღეგრძელო წარმოსთქვა ერეკლე გრუზინსკიმ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1967 წლის 16 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა განკარგულებით გააუქმა სამეგრელოს ცენტრალური გამგეობა და რეგიონი ქუთაისის გუბერნიას შეუერთა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ სვიმონ ტკეციშვილს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თბილისის გუბერნიის მარშლის მიერ წარმოდგენილ ბანკის დამფუძნებელ პროექტს გრიგოლ ორბელიანმა მხარი არ დაუჭირა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თბილისის გუბერნიის მარშლის მიერ წარმოდგენილ ბანკის დამფუძნებელ პროექტს გიორგი სულხანიშვილმა მხარი არ დაუჭირა.