საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წელს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ფრანგული წიგნის წინასიტყვაობის თარგმანი ევროპელი კოლონისტების ამერიკაში ჩასვლის ამბების შესახებ და ჰითხა, ეს წიგნი თუ გამოდგებოდა გოგი და ბიბი ქარცივაძეებისთვის და ნუცა და ქეთევან შარაშიძეებისთვის.

1928

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1928 წელს სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე ფრაქციული მუშაობის გამო პარტიიდან გაგდებულთა სიაში ირიცხებოდა. ასევე გადიოდა “83“-ის საქმეში, სადაც დახასიათებული იყო, როგორც პარტიის ერთგული.

1928

ტიპი: განათლება

1928-1929 წლებში ივანე პაპასკირი სწავლობდა პეტერბურგის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1933 წლებში ვიქტორ გაბესკირია იყო გაზეთ „წითელარმიელის” ლიტერატურული განყოფილების გამგე თბილისში.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს გამოქვეყნდა მიხეილ მრევლიშვილის ნოველა „სემიდა“.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1931 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო „მოსკულტპრომის“ სტატისტიკოს-ეკონომისტი.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1930 წლებში კალე ბობოხიძე იყო თბილისის სამრეწველო ტექნიკუმის ქართული ენის მასწავლებელი.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს დაიბეჭდა სურენ ავჩიანის პირველი ლექსი.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წელს კარლო კალაძე იყო სარეპერტუარო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლიდან ანა ღვინიაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით მოხსენებებს აკეთებდა და წერდა თეატრის რეპერტუარის, სპექტაკლებისა და დრამატურგიის საკითხებზე.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს გამოქვეყნდა მუშნი ხაშბას მოთხრობების კრებული „ალლო!“.

1928

ტიპი: განათლება

1928 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1930 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო პასუხისმგებელი მდივანი განსახკომის რეპერტკომში.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1929 წლებში ელიზბარ ზედგინიძე იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორი.

1928

ტიპი: განათლება

1928-1929 წლებში ივანე პაპასკირი სწავლობდა პეტერბურგის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წლიდან პეტრე ბახტურიძე იყო ლიტერატურულ ჟურნალ „წითელი არმიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, შემდეგ კი – გაზეთ „საბჭოთა მწერლის“ რედაქტორი.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის პოემა „ბედი რესპუბლიკისა“.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლიდან პეტრე ბახტურიძეს დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს წერილები: ა. პუშკინის, ბესიკის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, დ. კლდიაშვილის, ვ. მაიაკოვსკის, გ. ტაბიძის, ნ. ოსტროვსკის, ნიზამის, ბ. ბელინსკისა და სხვათა შემოქმედების შესახებ.

1928

ტიპი: ღონისძიება

პეტრე ბახტურიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1928 წელს.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წლიდან ლევან ასათიანი იყო რედკოლეგიის წევრი და ლიტმუშაკი ჟურნალ „ქართული მწერლობისა“.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის კაპიტალური ნაშრომი „სულხან-საბა ორბელიანი“ და „სიბრძნე-სიცრუისა“.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს ეწვია. შემდეგ მოხსენება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.

1928

ტიპი: განათლება

1928-1933 წლებში იოსებ ფაღავა სწავლობდა ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.

1928

ტიპი: ღონისძიება

კლიმენტი გოგიავამ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1928 წელს.

1928

ტიპი: განათლება

1928-1936 წლებში სერგი ჭილაია სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.