რეგისტრირებული ფაქტები93118
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ დადიანი ქ. თბილისის ხმოსანი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვალს, 19.30 საათზე, ვერის დაღმართზე გაიმართებოდა ცირკ „კრისტენსის“ წარმოდგენა – საერთაშორისო ფალავანთა ფრანგული ჭიდაობა. მონაწილეობდნენ: ა. მატოვი, ნეიზვესტნი ერმაკოვის წინააღმდეგ, ზაგარუიკი – ოლეინიკოვი, მაკაროვი – საფაროვი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომების გასწორება. ტიტე მარგველაშვილის წერილში გამოტოვებული იყო მეორე სვეტის მეშვიდე სტრიქონი: „მაშინ ჩვენთვის იმპორტი თითქმის საჭიროც აღარ იქნებოდა“, მეექვსე სვეტის მეოთხე სტრიქონი: „სახლის გამოკვების“ ნაცვლად უნდა იყოს „ხალხის გამოკვების“, იმავე სვეტის ბოლო სტრიქონში კი – „ვიდრე შედარებით კონტინეტის სხვა ქვეყნებში“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვალს, 12 საათზე ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა და ახალგაზრდათა მთავარმა კომიტეტმა გამართა ტიტე მარგველაშვილის ლექცია „მეცნიერული სოციალიზმი და ევროპის თანამედროვე ეკონომიური ვითარება“. ლექციას ბევრი ხალხი დაესწრო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ისკრის“ ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობას მზად ჰქონდა ფატალი ხან ხოისკის მიმართ ჩიჩერინის ნოტაზე საპასუხო ნოტა. მათი განცხადებით, საბჭოთა რუსეთთან მოლაპარაკებას მაშინ დაიწყებდნენ, როცა რუსეთი აზერბაიჯანთან ისეთივე ურთიერთობას დაამყარებდა, როგორიც ესტონეთთან და პოლონეთთან ჰქონდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვალს გაზეთ „საქართველოს“ცნობით, ელისაბედ გიორგის ასული ანდრონიკაშვილისა ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის და იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვალს გაზეთ „საქართველოს“ცნობით, ელენე ვასილის ასული ნათიძისა ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის რძალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვალს გაზეთ „საქართველოს“ცნობით, ირაკლი ვასილის ძე ნათიძე ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძე ძმისწული იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვალს გაზეთ „საქართველოს“ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ნათიძე ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძე ძმისწული იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვალს გაზეთ „საქართველოს“ცნობით, ვასილ გიორგის ძე ნათიძე ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის ძმა იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 8 თებერვალს დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძეს სიონის ტაძარში გადაასვენებდნენ და გადაიხდიდნენ პანაშვიდს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვალს გაზეთ „საქართველოს“ცნობით, არჩილ ვასილის ძე ნათიძე ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის ძმისწული იყო.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 9 თებერვალს ზესტაფონიდან ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისში ვაჟთა მეხუთე გიმნაზიას სწერდა, რომ 15 თებერვალს დაბრუნდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს ოლივერ უორდროპი ევგენი გეგეჭკორს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე თანხის შესაგროვებლად „ამერიკული აუქციონი“ გაიმართა. ერთ ებრაელ ქართველს ერგო პატივი, ბავშვთა დასახმარებლად შექმნილ ფონდს მის სახელი დარქმეოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე ახალგაზრდა მხატვარმა მისი პორტრეტის ესკიზი შექმნა და აჩუქა. მოეწონა, თუმცა არ იყო მაღალ დონეზე შესრულებული. ჟორდანიას პორტრეტიც იგივენაირი წარმატებით დახატა.

