რეგისტრირებული ფაქტები82220
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ივანე ლობჟანიძემ 13. 10 მანეთი შესწირა, ანდრო დოლიძემ – 2. 95 და კ. გ. მაღრაძემ – მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 მაისს სახაზინო თეატრში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წარმომადგენელმა კ. ი. სვიმონიშვილმა სუმბათაშვილს ძველებური კულა მიართვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მხატვარი რამან აბაზაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 მაისს ბორჯომში თამარობის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ბავშვთა გუნდმა მ. გერმანიშვილის ხელმძღვანელობით ქართული სიმღერები შეასრულა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნიკოლოზ გვარაძე ზაფხულის თვეებში სიღნაღში მიიწვიეს სამუშაოდ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 მაისს ხაშურში თამარობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შაქრო ტალიკაძის ხელმძღვანელობით ქართული სიმღერები შეასრულეს.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული წიგნების შესწავლასთან ერთად მას ევალებოდა სიგელ-გურჯებისა და სხვა ნივთების დანომვრა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული წიგნების შესწავლასთან ერთად მას ევალებოდა მათი კაბადონ-ფურცლების რაოდენობის აღნიშვნა და შესწავლა.