საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80052

1942

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლადიმერ ციბაძე II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1942

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზაქარია ცერცვაძე II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა აკაკი გაწერელიას მოთხრობა „ბოსკოს შეგირდი“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა აკაკი გაწერელიას მოთხრობა „იმამი ლოჟაში“.

1942

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჯავახიშვილი II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1942

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გედეონ ხუნდაძე II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1942

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვალერიან ხელაძე II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1942

ტიპი: ორგანიზაცია

1942 წელს მიხეილ ჯაფარიძე გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას მოთხრობა „შეხვედრა”.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას მოთხრობა „ძველები”.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942 წელს ვანიონ დარასელი სამხედრო ოლქის რაბკორის მოადგილე იყო თბილისში.

1942

ტიპი: ორგანიზაცია

1942 წელს ანდრო ლომიძე მიიღეს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა ლავრენტი ჭიჭინაძის ისტორიული მოთხრობების კრებული „ნადირ-შაჰის ხმალი”.

1942

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე სულავა გარდაიცვალა 1942 წლის მაისში.

1942

ტიპი: ღონისძიება

1942 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა მოსაწვევი ბარათი მუზეუმის პირველ სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. სესია უნდა გახსნილიყო ამავე წლის 27 მაისს, დილის 10 საათზე, მუზეუმის აუდიტორიაში.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ივნისს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორ სიმონ ჯანაშიასა და ქრისტინე შარაშიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა ნაშრომი თემაზე: „იესე ოსეს ძის ქრონიკები“ ერთ-ნახევარი საავტორო თაბახის მოცულობით. ნაშრომის დაბეჭდვის შემდეგ დირექცია მას თითოეულ თაბახში ჰონორარს – 400 მანეთს მისცემდა. ხელშეკრულება შედგა ორ ცალად: ერთი ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა, მეორე ისტორიის ინსტიტუტში დარჩა.

1942

ტიპი: გარდაცვალება

1942 წლის 16 ივლისს გიორგი ბერბიჭაშვილი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა კანდიდ ჩარკვიანის ცნობით, ბერბიჭაშვილი 1947 წელს დაიღუპა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს სთხოვა, რომ მის მიერ გაგზავნილი წერილი ანდრია ქურციკიძისთვის საფრანგეთში გადაეგზავნა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პირველ საველე ბატალიონს მის ნაცვლად გაჰყვა. მაღლაკელიძის თქმით, ბატალიონში ბევრი კარგი ყმაწვილი იყო.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ელ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ გერმანიის მმართველმა წრეებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ნდობა გამოუცხადეს უპასუხისმგებლო პირებს: კერესელიძეს, მიხეილ კედიას, გრიგოლ ალშიბაიასა და სხვებს.

1942

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1942 წლის 1-ლ ნოემბერს გერმანიაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს ურჩია, რომ ღირსეული საქმის გამოჩენას დალოდებოდა. მოუბოდიშა, რადგან მის ნაცნობებს ვერ დაეხმარა. სთხოვა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ქართული ემიგრაციის საქმიანობით უკმაყოფილო იყო, ამიტომ მათ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ქართველ ემიგრანტებს შორის კონკრეტული პირები უღირსად იქცეოდნენ.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის დეკემბერში შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს ურჩია, რომ ოსტმისტერიუმში შესულიყო.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 6 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძის მოწვევის შესახებ მოთხოვნა შესაბამის უწყებაში გაგზავნა.