რეგისტრირებული ფაქტები85185
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისს ქუთაისში „გუბერნიის მასწავლებელთა დამხმარებელი საზოგადოების“ სხდომა გაიმართა, რომელსაც პავლე ივანეს ძე სავიჩი თავმჯდომარეობდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 8 ივლისს ოზურგეთში სამოქალაქო სასწავლებლის ზედამხედველი და ქალაქის მოურავის ყოფილი თანაშემწე მოსე ოქროპირის ძე ურუშაძე გარდაიცვალა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 მაისს ექიმი იოსებ ნიკოლოზის ძე თუმანიშვილი თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ორდინატორად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 12 ივლისს ქუთაისის გუბერნიის გამგეობის დელეგატებმა 31 ხმით 28-ს წინააღმდეგ ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა ქალაქის მოურავის თანამდებობაზე აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 25 ივნისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალი მ. სამოელოვი საქმიანი მივლინებით გუდაუთაში ჩავიდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 17 აპრილს ექიმებიი ვლადიმერ მიხეილის ძე მახვილაძე თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ორდინატორად დაინიშნა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 12 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მწერალ შიო არაგვისპირელის ახლად გარდაცვლილი დის, ოლგა დედაბრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წერილი გამოქვეყნდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი კოკაშვილმა და ვასილ ექვთიმეს ძე თავაძემ ოზურგეთის ბიბლიოთეკას ორ-ორი მანეთის ღირებულების წიგნები შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნატალია ფიფაიშვილმა ოზურგეთის ბიბლიოთეკას 2 მანეთის ღირებულების წიგნები შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლისა შალიკაიშვილმა ოზურგეთის ბიბლიოთეკას 3 მანეთის ღირებულების წიგნები შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 ივლისს თბილისიდან 15 ვერსის მანძილზე, მდინარე ლოჭინის მახლობლად, შეიარაღებულმა ყაჩაღებმა ა. პ. ბახმეტოვის მსახურები გაძარცვეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე ლაზარევის ინგლისურმა ცხენებმა მოსკოვის საზაფხულო დოღზე 18 392 მანეთი მოიგეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალი ფიოდორ ჯ. გერშელმანი სამუშაო მივლინებით ყირიმში იმყოფებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წმინდა სინოდმა ეპისკოპოსი კირიონი შუამთისა და ალავერდის მონასტრების მეურვედ დანიშნა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 4 ივლისს თიანეთის მახლობლად მოწყვეტილმა თიხნარმა მეწყერმა ქვრივი ქეთევან მოსახლიშვილი და მისი 15-16 წლის ქალიშვილი იმსხვერპლა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 9 ივლისს თბილისის სადგურის კონდუქტორმა კონსტ. კობიაშვილმა იმავე სადგურის მეისრე მიხ. კოწიაშვილი დანით მოკლა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 6 მარტს სოფელ აკეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძეს დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის მარტში სოფელ აკეთში გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კუკური თოხაძე სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის ძმისშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ესე თოხაძე სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის ძმისშვილი იყო.