რეგისტრირებული ფაქტები85194
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის სექტემბერში ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში შესულმა იაკობ ფანცხავამ სპეციალობად ფიზიოლოგია აირჩია.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლიდან იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში ყოველთვიურ სტიპენდიას იღებდა ოცი მანეთის ოდენობით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-93 წლებში იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებული იყო, რითაც ყოველწლიურად დაახლოებით 150-200 მანეთს ზოგავდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის კათედრაზე პროფესორის ასისტენტად დარჩენა შესთავაზეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის სექტემბერში გერასიმე ცაგარეიშვილმა იაკობ ფანცხავა მასწავლებლად მიიწვია ბათუმში გახსნილ სასწავლებელში.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წლის აპრილამდე იაკობ ფანცხავა იყო მასწავლებელი გერასიმე ცაგარეიშვილის სასწავლებელში.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს რომანოზ ფანცხავამ რეკომენდაცია გაუწია იაკობ ფანცხავას საფილოქსერო პარტიაში მიღებას.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის ზაფხულის თვეებში იაკობ ფანცხავას ფილოქსერას მაძიებლის თანამდებობა ეკავა ივანე ანდრონიკაშვილის საფილოქსერო პარტიაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ზაფხულის თვეებში ფილოქსერას მაძიებლის თანამდებობაზე მომსახურე იაკობ ფანცხავა ყოველთვიურად სამოც მანეთს იღებდა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წელს ივანე ანდრონიკაშვილის საფილოქსერო პარტიაში იაკობ ფანცხავას გარდა ფილოქსერას მაძიებლის თანამდებობაზე მეორე პირიც იყო დასაქმებული.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს იაკობ ფანცხავამ ფილოქსერას მაძიებლის თანამდებობაზე ყოფნისას მთელი გორის მაზრა შემოიარა და იქაურთა ყოფა-ცხოვრებას გაეცნო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-94 წლებში გერასიმე ცაგარეიშვილი სასწავლებელში მუშაობისას იაკობ ფანცხავას ხელფასის გადახდის პარალელურად ბინის ქირას, ავეჯის შეძენასა და კვების ხარჯებს უფინანსებდა.