რეგისტრირებული ფაქტები85194
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის პირველ იანვარს იაკობ ფანცხავა დაინიშნა ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილედ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მაისში ჩხრეკისას ჟანდარმერიამ იაკობ ფანცხავას სახლიდან უამრავი წიგნი წაიღო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მაისში ჩხრეკისას ჩამორთმეული წიგნები ჟანდარმერიამ იაკობ ფანცხავას რამდენიმე დღეში დაუბრუნა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის მაისში იაკობ ფანცხავა ქუთაისის მიხეილის სახელობის საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის აგვისტოში ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ და ზედამხედველმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავა თბილისში მიავლინა ამავე ბანკის თბილისის განყოფილების გამგედ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911-1912 წლებში იაკობ ფანცხავა იყო საადგილმამულო ბანკის თბილისის განყოფილების გამგე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, იაკობ ფანცხავამ დატოვა საადგილმამულო ბანკის თბილისის განყოფილების გამგის თანამდებობა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის შემოდგომაზე ქუთაისში გამართულ მეურნეთა ყრილობაზე თავმჯდომარედ იაკობ ფანცხავა აირჩიეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე როსტომაშვილმა გამოსცა იაკობ ფანცხავას თარგმნილი ფერიერის „დარვინიზმი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის აპრილში ანასტასია ხელაძისამ ქართული თეატრის ასაგებ ფონდს მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის აპრილში ანასტასია ხელაძისამ სხვიტორში აკაკის სახ. სკოლის ასაგებ ფონდს მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 აპრილს ბაქოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დრამატულმა სექციამ წარმოადგინა ოთხმოქმედებიანი დრამა „მამულ-დედული“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე, ელო ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, შალვა ხონელი, მ. მატარაძე, ანტონ ჭუმბურიძე, ე. მ. წულუკიძისა, მარიამ ნაკაშიძე, ჭრელაშვილი და სხვ.