რეგისტრირებული ფაქტები85194
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 3 მაისს, ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალებიდან 25 წლისთავზე, ქართული ეთნოგრაფიული საზოგადოების თაოსნობით დიდუბის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილს ბაქოში სეზონის გამოსათხოვარ საღამოზე წარმოადგინეს დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ა. ქარქაშიძე, შალვა ხონელი, ელო ანდრონიკაშვილი და სხვ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისში ხშირად სტუმრობდა თეატრალურ წარმოდგენებს, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ იმართებოდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იაკობ ფანცხავა განაგრძობდა რეპეტიტორობას.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში იაკობ ფანცხავამ ფრანგულად წაიკითხა დარვინის „სახეობათა წარმოშობა“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა თვალს ადევნებდა რუსულ პერიოდიკას.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა სავალდებულო საგნების გარდა სპენსერის, ადამ სმიტის, რიკარდოს, მარქსისა და ჯონ სტიუარტ მილის თხზულებებს ეცნობოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა განსაკუთრებული ყურადღებით ეცნობოდა პუბლიცისტურ და კრიტიკულ სტატიებს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ თითქმის სრულად გადაიკითხა ბიბლიოთეკიდან რუსული და ევროპული ლიტერატურა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ წაიკითხა აკაკი წერეთლის ლექსების კრებული.