რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ხარკოვში ცნობილი მემამულის ოჯახში გუვერნიორად დაიწყო მუშაობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 ივნისს ბორჯომში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასთან არსებულ სცენისმოყვარეთა წრეს ვალერიან გუნიას „და-ძმა“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში დიმიტრი არაყიშვილი მოსკოვიდან დასასვენებლად სოფელ ვასილიევში გაემგზავრა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში მსახიობი ქალი ნინო დავითაშვილი მთელი ზაფხულის გასატარებლად თელავში გაემგზავრა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში მომღერალი გიორგი ჩუბინაშვილი ომიდან თბილისში დაბრუნდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს სანდრო შანშიაშვილი ყოველდღიურ გაზეთის, „საქართველოს“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გრიგოლ რცხილაძე ქართული სიტყვაკაზმული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას ლექსები წაიკითხეს გრიგოლ რობაქიძემ, ნიკოლოზ ერისთავმა, ალექსანდრე იმედაშვილმა, ივანე ბუქურაულმა და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებამ ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად წარმოდგენა გამართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე იმღერა ივანე სარაჯიშვილმა, ასევე მიხეილ კავსაძის გუნდმა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში აფთიაქარი ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი მსახიობ ალექსი ალექსიძეს წამლებს უფასოდ აძლევდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართულ მეჯლისზე რომანოზ ბებიაშვილმა მერეჟუკოვსკის „ბუდა“ წაიკითხა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 მაისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა „ოტელო“ ალექსანდრე იმედაშვილის, ნუცა ჩხეიძის, პლატონ ჩიქვინიძის, იუზა ზარდალიშვილის, ზაქარია გომელაურის, გედევან გედევანოვის, ანეტა ქიქოძის, მიხეილ ჭიაურელის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სალომე ბეჟანის ასულ გურგენიძისამ ქართულ გიმნაზიას სხლითის მამულები შესწირა.