რეგისტრირებული ფაქტები85194
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით მეჯლისი გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართულ მეჯლისზე გ. იორდანაშვილმა კინტაური იცეკვა, პავლე ფრანგიშვილმა შეასრულა „ურმული“ და იოსებ საღირაშვილმა თარზე დაუკრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
იაკობ ფანცხავას მიმართ პოლიციის დაწესებული ღია მეთვალყურეობა 1905 წელს შეწყდა რევოლუციისა და 19 ოქტომბრის მანიფესტის შედეგად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს იაკობ ფანცხავამ წერილობითი თანხმობა გაუგზავნა სანდრო გუგუშვილს ფოთის ქალაქის თვითმართველობაში მუშაობასთან დაკავშირებით.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავა მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე არ დაამტკიცა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ქუთაისის რევკომმა იაკობ ფანცხავა სამფინგანის კოლეგიის წევრად მიიწვია.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის დეკემბერში იაკობ ფანცხავა დანიშნეს სახბანკის ქუთაისის განყოფილების გამგედ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ქუთაისის სამფინგანის კოლეგიის წევრად არჩეულ იაკობ ფანცხავას ქუთაისისა და ქუთაისის გუბერნიის ბანკების სრული ლიკვიდაცია დაევალა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 18 დეკემბერს პეტერბურგში გამოცხადდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება კავკასიის მეფისნაცვლის მრჩევლის, ალექსანდრე ოგოლინის თბილისის სამსჯავრო პალატის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშვნის შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს გინაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავამ შეკრიბა მეგობართა ჯგუფი, რომელთაც პოლიტიკური ხასიათის ლექციებს უკითხავდა ვასილ წერეთელი.