რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთის სკოლებში ძირითადად სამასწავლებლო სემინარიისა და ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს გზავნიდნენ.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლისთვის სოლომონ კოპტონაშვილმა პურის მოსავლით შეძლებულ გლეხებსაც გადააჭარბა.
1866
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1866 წელს დაიბადა ვასილ კოპტონაშვილი. იგი ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში და მშობლები ყოველანაირად ანებივრებდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთის ქართული სოფლების მცხოვრებლები მოწყვეტილი იყვნენ დანარჩენ სამყაროს, მიყრუებულად ცხოვრობდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთის ქართულ სოფლებში ცრუმორწმუნეობა გაბატონებულიყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთიდან ქართლ-კახეთსა და იმერეთში მისვლა-მოსვლა თითქმის არ არსებობდა უგზოობის გამო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში სწავლის პერიოდში ვასილ კოპტონაშვილს მისი მასწავლებელი კოტე გარაყანიძე ხშირად დასცინოდა თათრული და სომხური ფრაზებით საუბრის გამო და უცხო სიტყვების გამოყენებას უკრძალავდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთი ხშირად გადადიოდა ოსმალების მფლობელობაში.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, რუსეთ-ოსმალეთის ომის გამო ბორჯომიდან ახალქალაქამდე ახალი გზა გაუყვანიათ.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლისას ჯავახეთის სკოლებში დირექტორებისა და ინსპექტორების თანამდებობები სულ უნივერსიტეტებისა და აკადემიების კურსდამთავრებულ რუსი ეროვნების ჩინოვნიკებს ეკავათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში სწავლისას ვასილ კოპტონაშვილს ეკრძალებოდა ჭუჭყიანი ტანსაცმლით სკოლაში გამოცხადება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილს ეკრძალებოდა უმიზეზოდ გაკვეთილზე დაგვიანება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ვასილ კოპტონაშვილის ბარალეთის სკოლაში სწავლის პერიოდში, მასწავლებლები დისციპლინას მკაცრად იცავდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ვასილ კოპტონაშვილის ბარალეთის სკოლაში სწავლის პერიოდში, ქართულად ლაპარაკისთვის მოწაფეების სახაზავით ცემის წესი მალიშკოვმა და ონისიმოვმა შემოიღეს.
1882
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1882-1883 წლებში თბილისის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი იყო მიმზიდველი გარეგნობის, ტკბილმოუბარი, მუდამ პირმომცინარი კაცი.
1882
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1882-1883 წლებში თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის ზედამხედველი პავლე კატანიანცი იყო ჭკვიანი და პედაგოგიური უნარებით დაჯილდოებული პიროვნება.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882-1883 წლებში თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი, სენატორი კირილე იანოვსკი.