საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა გერმანიის ელჩი სსრ კავშირში გრაფი ფონ-დერ შულენბურგი. 

1935

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1935 წლის 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოსულ გერმანიის ელჩს სსრ კავშირში გრაფ ფონ-დერ შულენბურგს ახლდა მოსკოვში გერმანიის ატაშე ფონ ჰერვარტი. ელჩს დახვდნენ ასტახოვი და დინტსმანი.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის 6 ოქტომბერს ასტახოვმა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის რწმუნებულის შენობაში გამართა სადილი გერმანიის ელჩის პატივსაცემად. ელჩმა თბილისი დაათვალიერა და 8 ოქტომბერს ერევანს გაემგზავრა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 8 ოქტომბერს კოტე ჯაყელმა ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან წერილით შეატყობინა შვილის, დავით შარაშიძის ავადმყოფობის ამბავი.

1935

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1935 წლის 17 ოქტომბერს ი. სტალინი თბილისში დედის სანახავად ჩავიდა, მთელი დღე მასთან გაატარა, ღამით კი მოსკოვში გაემგზავრა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 20 ოქტომბერს კოტე ჯაყელმა ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ნინოს შვილის, დავით შარაშიძის ჯანმთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 3 ნოემბერს გამართულ თბილისის რკინიგზის კვანძის სტახანოველთა პირველ შეკრებას ესწრებოდნენ: ჭიჭინაძე, ნალიაპინი, მამულაშვილი, ნეფარეიშვილი, კიკნაძე და შიმანსკი. ჩამოვიდნენ ბაქოსა და კიროვობადის დელეგაციები. შეკრება გახსნა დარსაძემ, სიტყვით გამოვიდა პავერმანი.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 5 ნოემბერს, სამშაბათს, საფრანგეთში გარდაიცვალა დავით შარაშიძე, (დაკრძალულია ლევილში).

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 13 ნოემბერს ბუ­გე­უ­ლის­ (ქვე­და) ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ეკლესიის მღვდელი სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე გარდაიცვალა.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის დეკემბერში პარიზში, ემიგრაციაში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი დავით გიორგის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 2 დეკემბერს მ. გობეჩიას თავმჯდომარეობით სტახანოვური მოძრაობის თაობაზე გამართულ თათბირს ესწრებოდნენ: ვ. ბაქრაძე, ყუჯიაშვილი, აფრიაშვილი, ვ. მაჭავარიანი, ბარქაია, თოთიბაძე, პუგაჩოვი, სიტნიკოვი, ახალაძე, ჯავარიძე, კარაპეტიანი, მურადოვი და შარია.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის პოლიტგანყოფილების უფროსს, პავერმანს დაევალა განეხილა გაზეთ „სტალინური ლოკომოტივის“ რედაქტორის საკითხი, რომელმაც დაუშვა ისეთი გაზეთის გავრცელება, რომელშიც სტალინის სიტყვა დამახინჯებული იყო.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს სტამბა „კომუნისტის“ დირექტორს, ნაზარეტიანს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და მოიხსნა დაკავებული თანამდებობიდან. ის სტამბის საამქროს გამგედ გადაიყვანეს.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს მთავლიტის რწმუნებულებს გაზეთ „კომუნისტთან“, წერეთელსა და პატარაიას, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, საქართველოს მთავლიტის უფროსს, არჩილ გერმანეს ძე რუხაძეს, კი შენიშვნა მისცეს, რადგან უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტების ბეჭდვა ცუდად მოწმდებოდა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 8 დეკემბერს საფრანგეთიდან კოტე ჯაყელმა დეიდას, ნინო ქიქოძეს შვილის, დავით შარაშიძის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა. წერილის მიხედვით, დავითმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მომვლელ ქალს სთხოვა, ქართული ნანინა ემღერა.

1935

ტიპი: ავტორობა

ვალ. მგალობლიშვილის სტატიაში, „ლიტერატურული მემკვიდრეობის შეფასებისათვის“, გაკრიტიკებულია ის ავტორები, რომლებიც „სთესდნენ სიძულვილს ქართველი კლასიკოსების მიმართ“. ისინი ქართული ლიტერატურის ძეგლების შეფასებისას იშველიებდნენ ჩვენი პარტიული კრიტიკის წარმომადგენლების და კერძოდ, ამხ. ფ. მახარაძის შრომებს ლიტერატურის საკითხებზე. იმ შრომებს, სადაც არასწორი, არსებითად ლიკვიდატორული აზრებია გამოთქმული ქართველ კლასიკოსებზე.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 23 დეკემბერს მშენებლობის საკითხებზე გამართულ პარტიულ თათბირს ესწრებოდნენ თბილისის სამშენებლო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, ინჟინერ-ტექნიკოსები და მუშა სტახანოველები – პარმენ წულუკიძე, ვ. ბაქრაძე, გერმან მგალობლიშვილი, ს. კუდრიავცევი, გ. არუთინოვი, გიორგი სტურუა, მ. გობეჩია, გიორგი ყურულაშვილი, ილუშინი, ბუდიკაშვილი, ავერბახი, მორეტი, კვინიხიძე, დაბროტინი, შენდეროვი, ოდიშარია, ეროგინი, ზავრიევი, მ. ნიორაძე და თევდორაძე.

1936

ტიპი: ავტორობა

1936-37 წლებში რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებით ქრისტინე შარაშიძეს დაევალა რუსთაველის ბიბლიოგრაფიის შედგენა. ამ ბიბლიოგრაფიის ერთი პირი მოსკოვში ლენინის სახელობის საკავირო საჯარო ბიბილიოთეკის ქართულ განყოფილებაში გაიგზავნა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოსაწყობად. მას რუსთაველის ვრცელი ბიბლიოგრაფიის შედგენა ევალებოდა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ელენე შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში ქრისტინე შარაშიძეს დეპეშით დავით შარაშიძის გარდაცვალება შეატყობინა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე შარაშიძისთვის თბილისიდან საფრანგეთში გასაგზავნი წერილი დაწერა, რომელშიც წერდა, რომ დავითის გარდაცვალების ამბავს დედას (ნინო ქიქოძეს) არ ეუბნებოდნენ და თვითონ კი ძმა ბოლოს 14 წლის წინ ნახა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე ტუსენ-შარაშიძეს თბილისიდან საფრანგეთში გაუგზავნა წერილი და შეატყობინა, რომ დავით შარაშიძის გარდაცვალებას დედას არ უმხელდნენ, ასევე სთხოვა მოეწერა დავითის ავადმყოფობის ისტორია.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა დედას, რომელშიც წერდა მამის საფლავის მოვლისა და ფინანსური საკითხების შესახებ.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში ხუთჯერ გაგზავნა ამანათი საფანგეთში.