რეგისტრირებული ფაქტები85202
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ხაშურში მოყვარულმა მსახიობებმა ალექსანდრე ყაზბეგის დრამა „არსენა“ და ვოდევილი „ცოლი ორის დღით“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს სოფელ ცერონისში მედუქნე არტემ გოგინოვს და მის მოხუც დედას ფულის გამოძალვის მიზნით დაესხნენ თავს, მაგრამ მეზობლების დახმარებით მან თავდამსხმელის მოგერიება შეძლო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ესტატე ჩხარტიშვილმა მცხეთაში სასეირნო და მოსასვენებელი ბაღი „არმაზი“ მოაწყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამიერ-კავკასიის რკინიგზის უფროსი ი. ს. შაიკევიჩი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა. მის მოვალეობას გზის სამსახურის უფროსი აკორენკო ასრულებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ივლისს სადგურ ჯუმათთან უცნობმა პირმა ოზურგეთის მაზრის მკვიდრი მიხეილ მიქაძე დაჭრა და მიიმალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ივლისს გორის მაზრის პოლიციამ ქიმა მარღიშვილი და ვასილ ქოქოშვილი შეიპყრო, რომელთაც სოფელ გომბორის მახლობლად ებრაელი ვაჭრის, მოშე ციცვაშვილის ძარცვაში ედებოდათ ბრალი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ივლისს ქუთაისში მცხოვრებ ა. დ. კოგანს საკუთარმა მოსამსახურემ, ფეოდოსია ტულუბიევამ და მისმა საყვარელმა, კონსტანტინე როგოვსკიმ, 2500 მანეთის ღირებულების სამკაული მოპარეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ივლისს ქუთაისში თავადმა თ. ა. ერისთავმა ვექილ კალისტრატე ჩიკვაიძის ძმა, დიდიმ ჩიკვაიძე დაჭრა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 13 ივლისს სოხუმში ცნობილი ყაჩაღი მამსირ აბრაგიბ-გაბისონია ჩამოახრჩეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიმონ სარდანის ძე ლორთქიფანიძემ, ანდრო ანტონის ძე შუბლაძემ და სიმონ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს თითოეულმა 1.50 მანეთი შესწირა.