რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 მარტს მოსკოვში გიორგი ჩიჩერინმა თურქეთის დელეგაციას განუცხადა, რომ რუსეთი უარს იტყოდა ტრაპზონზე, თუ თურქეთი უარს იტყოდა ბათუმზე. იუსუფ ქემალი ამ წინადადებაზე არ დათანხმდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 მარტს კიაზიმ დირიქმა ქუთაისიდან ხოფაში გაგზავნა მაიორი თალათ ბეი, რომელსაც გენშტაბისთვის უნდა შეეტყობინებინა, რომ საქართველოს მთავრობა თურქეთს ახალციხის, ახალქალაქისა და ბათუმის დროებით დაკავებას სთხოვდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 7 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს ახალციხესა და ახალქალაქში თურქეთის სამხედრო ნაწილების განლაგების სქემა გაუგზავნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ვარლამ რუხაძემ მისგან სტამბის შეძენა ან ორი თვით სტამბის ხარჯების აღება შესთავაზა. გამგეობამ უარი უთხრა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, ნინო ნაკაშიძე და იპოლიტე ვართაგავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ეფროსინე იაკობის ასულმა ჭიჭინაძემ სთხოვა ქმრის ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის წიგნის „ცხელი ქვეყნის ცხოველების“ ჰონორარი. მწერალს 165 000 მანეთი ეკუთვნოდა. გამგეობამ დაადგინა, ეფროსინე ჭიჭინაძისთვის 20000 მანეთი მიეცა თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირთა თხოვნა მათთვის აპრილის ჯამაგირის გადახდის თაობაზე. მარტის ჯამაგირი ყველას მიღებული ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მოსამსახურე პირთათვის აპრილის ჯამაგირი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს თურქეთის მთავრობამ სვიმონ მდივნის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ახალქალაქის, ახალციხისა და ბათუმის დაკავების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით პრეზიდიუმი აირჩია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 9 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბიდან ახალქალაქის, ახალციხისა და ბათუმის სასწრაფოდ დაკავების ბრძანება მიიღო.
1921
ტიპი: ღონისძიება
თურქეთის ჯარების ბათუმისკენ წინსვლის გამო 1921 წლის 10 მარტს სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვისგან მოითხოვა ინსტრუქციები შემდგომ მოქმედებათა შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 მარტს ვლადიმერ ლენინმა დეპეშით აცნობა XI წითელი არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს, რომ საქართველოს რევკომთან შეუთანხმებლად არავითარი გადაწყვეტილება არ მიეღოთ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა შეიტყო, რომ ბათუმის ასაღებად წითელი არმიის კავალერისტთა ერთი ბრიგადა ემზადებოდა. მათ როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უნდა შეეტიათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 მარტს, სანამ ქართველები ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში რუსებს ებრძოდნენ, კიაზიმ ყარაბექირის ბრძანებით თურქეთის მე-7 პოლკის ერთმა ბატალიონმა ბათუმი დაიკავა.

