რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 მარტს საბჭოთა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებიის სახალხო კომისარი და სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი შალვა ელიავა ბათუმში ჩავიდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 21 მარტს მუშაობას შეუდგნენ ჯანმრთელობის სახალხო კომისრის მოადგილე პოლიევქტო კიკალიშვილი და მდივანი ელიაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 მარტს სოკრატე ივანეს ძე კუკულაძე, გივი ცომაია და ვანო შიოს ძე ბიჭიკაშვილი დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ გათხრილ საძმო საფლავში.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 მარტის ოქმის მიხედვით, მელიქიშვილის ქვრივი რუსუდანი სანოვაგით ამარაგებდა ოლღა ჭავჭავაძეს.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რუსუდან სტაროსელსკაია-მელიქიშვილისას თხოვნა, 24 თებერვლიდან 16 მარტამდე მიეცათ 27832 მანეთი და 60 კაპიკი ოლღა ჭავჭავაძისთვის სანოვაგის შესაძენად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას იპ. ვართაგავა სთხოვს, მიეცეს თავისი წიგნის „ვაჟას კრიტიკული წერილები" ჰონორარიდან, რამდენიც შესაძლებელი იქნება. წიგნი დაიბეჭდა 2000 ცალი. ცალი ღირდა 460 მანეთი. სულ ვართაგავას ერგებოდა 198000 მანეთი, საიდანაც მიღებული ჰქონდა 10000. გამგეობამ დაადგინა, მიეცა ვართაგავასთვის 20000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვასილ ბარნოვი სთხოვს თავისი წიგნის ჰონორარიდან გარკვეულ თანხას, რამდენიც შესაძლებელი იქნება. მწერალს მიღებული ჰქონდა 50000 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, მიეცა ბარნოვისთვის 10000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წითელი არმიის წარმომადგენლის თხოვნა. მას თბილისში ამიერკავკასიის სარევოლუციო ლიტერატურის მუზეუმის დაარსება ჰქონდა დავალებული და სთხოვდა საზოგადოებას, მის მიერ არჩეულ ხუთ-ხუთ წიგნს საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან. 14 სახელწოდების წიგნი ხუთ-ხუთ ეგზემპლარად 9500 მანეთი ღირდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს შეატყობინა, რომ მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით თურქებმა დაკავებული ტერიტორიები დატოვეს და ჭოროხის სამხრეთით დაბანაკდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს შეატყობინა, რომ ქართველებმა ბარცხანაში განლაგებულ თურქეთის სამხედრო ნაწილზე იერიში მიიტანეს. მათ ბოლშევიკების კავალერისტთა პოლკიც მიემხრო. თურქების ასეული მთიანად განადგურდა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 მარტს მაყვალა ყანჩაველი, ტატაშ ემხვარი, გრიგოლ ანჩაბაძე, პეტრე ზუხბაია და იასონ გვარამია დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 მარტს შოთა ვადაჭკორია, სერგო ივანეს ძე ჟორჟოლიანი და თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 მარტს მიტო ჩიკვაიძე, კუკური ზარანდია და ლადო მეტრეველი დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 მარტს ერასტო ქირია, ილარიონ ბალიშვილი, პეტრე აკობია, სილონ წურწუმია და სანდრო მინჯია დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 მარტს გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია და იაკინთე სილიბისტროს ძე ურუშაძე დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ გათხრილ საძმო საფლავში.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 მარტს დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე, სიმონ ეგნატეს ძე ჭინჭარაძე და ამბარცუმ მაჩხელიანი დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ გათხრილ საძმო საფლავში.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 26 მარტს კომუნისტურმა პარტიამ გახსნა საბჭოთა აღმშენებლობის კურსები, რომელთა გავლაც სავალდებულო იყო სამუშაო ადგილზე ყველა გაგზავნილისთვის. კურსებზე შალვა ელიავა და მიხეილ ოკუჯავა კითხულობდნენ სალექციო კურსს: „პოლიტიკა და საბჭოთა მთავრობის დამყარების აუცილებლობა საქართველოში“, მამია ორახელაშვილი – „საბჭოთა რუსეთის, კერძოდ, საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა“, ნაზარეთიანი – „საბჭოთა მე-8 სიეზდის მუშაობა და რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-10 სიეზდი“, ფილიპე მახარაძე და ბესარიონ კვირკველია – „საქართველოს კომპარტიის პოლიტიკა და საბჭოთა აღმშენებლობა“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 მარტის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, 23 წლის პავლე პეტრეს ძე რაზავისს, იმავე „რასტემინს", ბრალად ედებოდა პატიმრების ცემა.

