საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89436

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის წერილი „სიძველეთა დაცვა“ (გაგრძელება).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ ჯავახიშვილის წერილი „ბრძოლის ასპარეზი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „წითელი სომხეთის შემოტევა“.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 15 თებერვალს სოფელ ახალშენში ვერა გაბრიელის ასულ რატიშვილი-წინამძღვრიშვილის წლის წირვა და საფლავის კურთხევა გაიმართებოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16 თებერვალს სამხედრო საბჭომ გენერალ ილია ოდიშელიძის ნაცვლად მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 თებერვალს კიაზიმ ყარაბექირ ფაშამ თბილისში მყოფი ანკარის მთავრობის წარმომადგენლის, კიაზიმ დირიქისგან მიიღო შიფროგრამა, რომ საქართველოს მთავრობა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში თურქებისგან დახმარებას ითხოვდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 თებერვალს იუნკერთა სკოლის მოსწავლეები, მათ შორის ნიკოლოზ მათიკაშვილი, ტაბახმელაში იყვნენ და ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ფხიზლად ქართველებო!“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „ევროპა-ამერიკის ეკონომიური ვითარება“ (მომარაგების სამინისტროს განმარტების გამო).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა ამირეჯიბის „წერილები თეთრი დარბაზიდან“ (წერილი მეორე).

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 თებერვალს ტაბახმელაში მებრძოლი იუნკრების სკოლის მოსწავლეები ნოე ჟორდანიამ და გიორგი კვინიტაძემ მოინახულეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-22 თებერვალს ბოლშევიკები ძირითადად უტევდნენ შუა ფრონტს, რომლის მეთაური იყო გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე საბახტარაშვილის მიერ სვიმონ მდივნისთვის გაგზავნილი დეპეშის მიხედვით, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, სამხედრო დახმარებისთვის თურქეთისთვის მიემართა, რის სანაცვლოდაც თურქეთმა ართვინისა და არტაანის ოლქები მოითხოვა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 18 თებერვალს სოღანლუღის პოზიციებზე გმირულად დაიღუპა მე-4 შულავერის სანაპირო რაზმის ლეიტენანტი დავით (დევი) ანდრიას ძე აბაშიძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „დაიცავით სამშობლო!“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს იუნკრებმა ტაბახმელაში შენიშნეს მათკენ მომავალი ჯარი, რომელიც ლეიტენანტ ალექსანდრე ანდრონიკაშვილს ლეკების დამხმარე რაზმი ეგონა, მაგრამ ბოლშევიკების არმია აღმოჩნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგმა ექვთიმე თაყაიშვილმა მთავრობის სახელით დავით კარიჭაშვილს მიმართა, რომ ქართული ჯარის თბილისიდან გასვლის შემთხვევაში ჩაელაგებინა ყუთებში საზოგადოების მუზეუმის ოქრო-ვერცხლის ნივთები, მნიშვნელოვანი ხელნაწერები და სხვა მუზეუმებისა და სახაზინო ნივთებთან ერთად დასავლეთ საქართველოში წასაღებად გაემზადებინა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 19 თებერვალს წითელი ჯვრის მოწყალების და მარო მაყაშვილი ბრძოლის ველზე თავისი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს ტაბახმელაში მებრძოლ იუნკრებს გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შეატყობინა, რომ გენერალმა მაზნიაშვილმა მტრის ყველა შეტევა მოიგერია, გამთენიისას თვითონ გადავიდა იერიშზე, 1500 ტყვე აიყვანა და მტერი უკან იხევდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს ტაბახმელაში იუნკერმა მიქაძემ პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძეს, მაიორ ნესტორ გარდაფხაძესა და კაპიტან დავით მაჭავარიანს შეატყობინა, რომ ბოლშევიკების ახალი რაზმი მათკენ მოდიოდა და იუნკერთა სკოლას მე-10 ათასეულთან ერთად უკან უნდა დაეხია.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 19-21 თებერვალს გიორგი კვინიტაძე ტაბახმელაში ბოლშევიკების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლას სარდლობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს თურქეთის დელეგაცია ალი ფუატ ჯებესოის ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩავიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს რსფსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბუდუ მდივანი ანგორაში ჩავიდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 19 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა მოხალისე ჯარისკაცი, სტუდენტი ნიკოლოზ კალანდარაშვილი.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 19 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა კაპიტანი მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი.