საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90024

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ექიმი მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელი ცოლ-შვილით, აგრეთვე დები ნინა და ელენე თავისი შვილებით აუწყებენ ნათესავებს და ნაცნობებს, რომ ბრძოლის ველზე დაიღუპა კაპიტანი ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოს“ ცნობით, ელენე და ნინა ოთარის ასული ზანდუკელები ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელის დები იყვნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოს“ ცნობით, ექიმი მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელი ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელის ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ივანეს ძე დემუროვი ბრძოლის ველზე დაღუპული კაპიტნის, ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელის ბიძა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გიორგი ივანეს ძე დემუროვი შვილებთან ერთად იუწყება, რომ ბრძოლის ველზე დაიღუპა მისი დისწული, კაპიტანი ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელი კაპიტანი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოს“ ცნობით, ბრძოლის ველზე დაიღუპა კაპიტანი ნიკოლოზ ოთარის ზანდუკელი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოს“ ცნობით, თამარ ანდრიას ასული აბაშიძე-თარხნიშვილის მეუღლე დიმიტრი ესტატეს ძე თარხნიშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ესტატეს ძე თარხნიშვილი ბრძოლის ველზე დაღუპული ლეიტენანტის, დავით (დევი) აბაშიძის სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოს“ ცნობით, თამარ ანდრიას ასული აბაშიძე-თარხნიშვილისა ბრძოლის ველზე დაღუპული ლეიტენანტის, დავით (დევი) აბაშიძის და იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 22 თებერვალს ბრძოლის ველზე დაღუპულ ლეიტენანტ დავით (დევი) ანდრიას ძე აბაშიძეს იოანე ღვთისმეტყველის სასაფლაოზე (საბურთალო) დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „ტაბახმელ-კოჯორის ფრონტზე“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ვაშა, საქართველო!“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 თებერვალს გენერალმა გიორგი კვინიტაძემ და ვალერიან თევზაძემ ბოლშევიკების შეტევის შემდეგ ფრონტის მარცხენა ფრთა დაათვალიერეს.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვალს იუნკერ პავლე იაკობაშვილს მიხეილის საავადმყოფოდან გამოასვენებდნენ და დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუნკერი პავლე იაკობაშვილი ბრძოლის ველზე დაიღუპა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე იაკობაშვილი იუნკერი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვალს იუნკერთა ასეულის კაპიტან ირაკლი თოიძეს მიხეილის საავადმყოფოდან გამოასვენებდნენ და დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუნკერთა ასეულის კაპიტანი ირაკლი თოიძე ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ირაკლი თოიძე იუნკერთა ასეულის კაპიტანი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვალს იუნკერთა ასეულის უფროს მაიორს, არჯევან ანანიაშვილს მიხეილის საავადმყოფოდან გამოასვენებდნენ და დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუნკერთა ასეულის უფროსი მაიორი არჯევან ანანიაშვილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, არჯევან ანანიაშვილი იუნკერთა ასეულის უფროსი მაიორი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სამხედრო სკოლის ოფიცრები, იუნკრები და ჯარისკაცები უღრმესი მწუხარებით აუწყებენ საზოგადოებას, რომ ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ იუნკერთა ასეულის უფროსი მაიორი არჯევან ანანიაშვილი, იმავე ასეულის კაპიტანი ირაკლი თოიძე და იუნკრები − ალექსანდრე ახვლედიანი და პავლე იაკობაშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა გიორგის ასული ქარუმიძისა ლეიტენანტ გენო ლავრენტის ძე ქარუმიძის მეუღლე იყო.